სისხლის სამართალი თვითმკვლელობა გლდანის ციხეში 2012, 5 ოქტომბერი, 15:13 დღეს დილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულების საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვეს პატიმარი. იგი იყო 1970 წელს დაბადებული, რომელიც 2012 წლის 26 სექტემბერს მოთავსებული იქნა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ამ დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის სუიციდის შესახებ აცნობა მის ახლობლებს, თუმცა ჯერ-ჯერობით გარდაცვლილის ვინაობა არ არის გამჟღავნებული. გამოძიება ამ ფაქტის შესახებ უკვე დაწყებულია და იმედია ახლა მაინც იქნება სამართლიანად გამოძიებული, თუ რამ აიძულა პატიმარი რომ თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. ეს ინფორმაცია გაავრცელა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ. 182 5-ს მოსწონს
|