x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510190
ტორპედოში 17 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა
image

თბილისის ლოკომოტივიდან ქუთაისის ტორპედოში 17 ფეხბურთელი ჩაირიცხა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ახალი სეზონიდან ტორპედოს მაისურით ითამაშებენ.


მეკარეები: ბექა ტყემალაძე (18 წლის), ბაჩო მიქავა (19).


მცველები: გიორგი გოროზია (18), რევაზ ჩიტეიშვილი (19), დავით მთივლიშვილი (18), გიორგი გაბაძე (18), გიორგი გურეშიძე (17), ნიკა წივწივაძე (17), ომარ პატარკაციშვილი (17).



ნახევარმცველები: მათე ცინცაძე (18), ერეკლე სულთანიშვილი (18), ლუკა კიკაბიძე (18), ჯემალ ყანჩაშვილი (18).


თავდამსხმელები: ალეკო მზევაშვილი (18), დავით ჯიქია (18), გიორგი დუმბაძე (17), დავით გუჯაბიძე (17).


ასევე ცნობილი გახდა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ქუთაისურ კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი შეუწყდათ ლაშა შერგელაშვილს (12 მატჩი – 3 გოლი) და დათა რიგვავას (45 მატჩი), ხოლო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შედეგად ქუთაისურ გუნდში აღარ ითამაშებენ: გიორგი ონიანი (8 მატჩი – 1 გოლი) და ბიძინა ცინცაძე (არცერთი მატჩი).


“კლუბი მადლობას უხდის მცველებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში”, - ნათქვამია ტორპედოს”ვებ-გვერდზე.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:BVB Studio
BVB Studio
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0