თავის მოვლა როგორ მოვუაროთ თმას? 2013, 3 ივნისი, 20:48 რჩევები:
თმა არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები, მაგრამ ხშირად ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. თმას ყოველდღიური მოვლა სჭირდება.მშრალ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება, ცუდად ივარცხნება.
ძალზე მშრალი ან პირიქით, ცხიმიანი თმის პატრონებმა სასურველია იცოდნენ - თმა მუდამ წესრიგში რომ ჰქონდეთ, მას საგანგებოდ უნდა მოუარონ. ცხიმიანი თმის დასაბანად გამოიყენეთ გაგრილებული და გადაწურული მუხის ქერქის ნახარში (3 ს/კ მუხის ქერქს დაასხით 1 ლ წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში); მშრალი თმა კი დაბანის წინ დაიმუშავეთ აბუსალათინის, ნუშის ან ზეითუნის ზეთით. შემდეგ თავზე შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. ერთი საათის შემდეგ, შეგიძლიათ თავი ჩამოიბანოთ და 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი ან ცოტაოდენი ამჟავებული რძე შეიზილოთ.დაბანის დროს, თმის დავარცხნა ცუდი იდეაა, თბილი წყლით დაბანის დროს თმის ძირები გაფართოვებულია და იმაზე მეტი თმა ცვივა, ვიდრე საჭიროა. უმჯობესია თმა დაბანამდე დაივარცხნოთ.ზოგადად, რეკომენდირებულია მშრალი თმის კვირაში ორჯერ და ცხიმიანის კვირაში ერთხელ დაბანა. თუ თავს ყოველ დღე იბანთ, შამპუნი მხოლოდ კვირაში 3 ჯერ გამოიყენეთ. არ გაიწუროთ თმა დაბანის შემდეგ. ფენით არ გაიშროთ თმა, იგი ძალიან აღიზიანებს თმას. დაბანიდან დაბანამდე, თმა პერიოდულად შეგიძლიათ კვებოთ ზეთების ნარევით - 1 წილი აბუსალათინის და 3 წილი ნუშის ზეთი. ამ ნარევით დაისველეთ ხელისგულები და ნაზი მოძრაობით წაისვით თმაზე. შემდეგ ჩამოიბანეთ. ასევე შემოგთავაზებთ თმის ნიღბებს: ხაჭოს ნიღაბი ავურიოთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ხაჭო და მაიონეზი, დავამატოთ 2 სუფრის კოვზი მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი, კარგად ავურიოთ, წავისვათ თმაზე და 20-40 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ. ხილის ნიღაბი ნახევარი გრეპიფრუტი, ერთი ცალი კივი, ბანანი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და კარგად ავურიოთ. შევიზილოთ თმაში, გავაჩეროთ 15 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ბალახების ნიღაბი თითო ჩაის კოვზი მრავალძარღვას, ქრისტესისხლას, სალბის, ჭინჭრის, თავშავას ნარევს დავასხათ ცოტაოდენი მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ერთი საათი, დავამატოთ A და E ვიტამინები, კარგად ავურიოთ და წავისვათ თმაზე. მოვიხვიოთ თბილი პირსახოცი, ნახევარი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ. ძვირფასო ქალბატონებო გაუფრთხილდით თმას, გაითვალისწინეთ რჩევები და აუცილებლად მიიღებთ შედეგს. 206 10-ს მოსწონს
|