x
image
ბელენაი
ნოეს კიდობანთან თურქები არავის უშვებენ

image4348 წლის წინ, 2348 წლის 28 ივლისს, ლეგენდარულმა ნოემ, მრავალი თვის ცურვის შემდეგ გააღო თავისი კიდობანი, რომელშიც თავის ვაჟიშვილებთან და ცხოველებთან ერთად წარღვნისგან იფარავდა თავს. ააფრინა პატარა, თეთრი მტრედი, რომელიც მალე დაბრუნდა და ნისკარტით ზეთისხილის რტო მოიტანა. ამ რტოს მტრედმა მიაგნო ხმელეთის ერთადერთ მონაკვეთზე-არარატის მთის მწვერვალზე.
ამჟამად არარატი თურქეთის ტერიტორიაზეა. ხომალდის ზუსტი პარამეტრებია: სიგრძეში 300მხარი, სიგანეში 50, სიმაღლეში 36, ეს 150X25X15 მეტრია. ამ ხომალდის წყალწყვა 20000 ტონაა. 1917 წელს. არარატისმთის სამხრეთ დასავლეთით, 25 მილის დაშორებით იყო განლაგებული რუსი სამხედრო ავიატორების დროებითი ბაზა. ისინი ცდიდნენ თვითმფრინავებს. ერთ-ერთმე პილოტმა, ვლადიმირ რისკოვიცკიმ, რომელიც შემდეგ აშშ-ში გადასახლდა, ამ გაფრენების შესახებ ჩანაწერები დატოვა.
...აგვისტო იყო, საშინლად ცხელოდა და პილოტები მოუთმენლად ელოდნენ ცაში აფრენას. “დროის მოსაგებად სწრაფად მოვირგეთ პარაშუტები, - წერს რისკოვიცკი, -14.000 ფუტის სიმაღლეზე შევჩერდით, რათა სიმაღლეს შევჩვეოდით. ამბობდნენ, რომ ამ მთაზე ადამიანები უკანასკნელად ქრისტეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ავიდნენ''. პილოტმა ნელ-ნელა დაიწყო ქვევით დაშვება და სამხრეთის კალთაზე მოულოდნელად ტბა შენიშნა, რომელშიც ყინულში ნახევრად შეჭრილი უზარმაზარი ხომალდი მოჩანდა. “ნუთუ წყალქვეშა ნავია? თუმცა, არა. ჩვენ დავინახეთ მოკლე და მსხვილი ანძები, მაგრამ ზედა ნაწილში მომგრვალებული იყო, აღწერს პილოტი, -თითქოს გემი ისე ააგეს, რომ მას ზღვაში მორის მსგავსად ეტივტივა. ხომალდი ძალიან გრძელი იყო და თანამედროვე სამხედრო გემს წააგავდა. დავათვალიერეთ ყველაფერი, რაც კი ჰაერიდან შევძელით და აეროდრომზე დავბრუნდით. როცა ამ აღმოჩენის შესახებ მოვყევით, სიცილი დაგვაყარეს, - მთაზე გემს რა უნდაო''. მხოლოდ ნაწილის მეთაურმა მოისურვა, მონაყოლი თავად ენახა და სიმართლეში დარწმუნებულიყო, შემდეგ კი მფრინავებს წარღვნის შესახებ ლეგენდა უამბო. “ეს უცნაური ხომალდი - ნოეს კიდობანია,
თქვა მან, - ის აქაა უკვე თითქმის 5000 წელია. თქვენ საუკუნის ყველაზე ღირსშესანიშნავი აღმოჩენა გააკეთეთ!''
მეთაურმა ყოველივე სასწრაფოდ აცნობა რუსეთის ხელისუფლებას. იმპერატორის ბრძანებით, ჯარისკაცების ორი რაზმი არარატის მწვერვალზე დასაპყრობად წავიდა.
კიდობნის შიგნით მათ ნახეს როგორც პატარა ნაგებობები, ასევე ძალიან დიდი, მაღალჭერიანი ნაგებობებიც, რომლებიც მსხვილი ბოძებით იყო შემოფარგლული. ზოგ მათგანში ხის გისოსებიანი უჯრედები იყო. როგორც გაირკვა კიდობნის ასაგებად გამოიყენეს ოლეანდრის ხე, რომელიც თითქმის არ ლპება. ხომალდის შორი ახლოს ექსპედიციამ აღმოაჩინა ნახევრად დამწვარი მორების ნარჩენები, როგორც ჩანს, ცდილობდნენ, ამ მორებისაგან სახლის მსგავსი თავშესაფრის აგებას.
სწორედ იმ პერიოდში რუსეთში რევოლუცია მოხდა და ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალები დაიკარგა. რისკოვიცკი, რომელიც ამ შემთხვევის შემდეგ ბიიბლიის მქადაგებელი გახდა, დარწმუნებულია, რომ ეს მასალები ბოლშევიკებმა გაანადგურეს.
1955 წ. ნოეს კიდობნის მოძებნა შეძლო მხოლოდ ფრანგმა ალპინისტმა ფერნან ნავარამ. მან ხომალდის ფიცარს პატარა ნაჭერი ააჭრა, რომელიც რადიოაქტიურმა ანალიზმა დაადასტურა ამ ნაგებობის ასაკი - 5.000 წელი.
თურქეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა არარატის მთაზე ასვლა.

19
6790
27-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
6790
  
თვითონვე აიტანეს ხის ნარჩენები და არარატზე დააწყეს ტო.... რო პიარი გაეკეთებინათ...ეხლა ადგნენ და თავი, მსოფლიოში ულამაზეს ნაციად გამოაცხადეს.... კარგით რა ხალხო...გამოფხიზლდით...რა სენსაციაზე ლაპარაკობთ....
2013, 12 ივნისი, 22:07
მაგათ ბევრი რამ არ აწყობთ – აი ახლახან გლეასე 581 ს ზე ერტი ავსტრალიელია და ლაზერიტ დაუკავშირდა იმ ცივილიზაციას -- მაგათ კი ისაო ჩვენ ეგ უკვე გავიჩალიჩტ დიდი ხანიაო და ვიღაცა ქალი მიუჩინეს ...
2013, 12 ივნისი, 21:59
რაში აწყობსთ ამ სენსაციის მიქმალვა უბრალოდ არ მესმის
2013, 12 ივნისი, 21:51
ხოო ეგ ამერიკელების ამბავია - იგივეს აკეთებენ რაც კალახარის უფო - ზე რომ დაბლოკეს ინფო
2013, 12 ივნისი, 21:48
ან დაცურავს ემცნიერება ან ხალხის გაბრუება სურთ, თან სტატიაშუ აღნიშნული დოკუმენტაციაც გამქრალია ამდენი დამთხვევა გამორიცხულია ჩემის აზრით
2013, 12 ივნისი, 21:47
ხო ის ვიდეოც რაღაც ეჭვს ბადებს ... მე გავეცანი მასალებს - ნოეს იგივე უთნაფიშთიმს ენოქმა რომ გააკეთებინა ეგ კიდობანი - მისი გამოჩენა მიწისძვრას დაუკავშირეს ამ რეალურ დროში - მეცნიერება ამ საკითხებში საკმაოდ '' დაცურავს''...
2013, 12 ივნისი, 21:34
მე მგონია რო ეს მაინც თურქების მიერ ოსტატურად შენიღბული იქნება, თან ექპედიციებიც რაღაც გარკვეული სიმაღლის შემდეგ არ დაიშვებიან რაც ბევრ საეჭვო კითხვას ბადებს
2013, 12 ივნისი, 21:33
კი მეც ასე ვფიქრობ ნელ ნელა მომაგონდა - ეგ ამბავი თქვენ საკმაოდ ზუსტად აღწერეთ,- მაგრამ ინტერნეტში ურთიერთ გამომრიცხავი ინფოებია - ამერიკელები ამბობენ რომ ის ხე ოლეანდრისა და პაპირუსისა გაქვავდაო ამდენი ხნის განმავლობაში - იმ ფრანგის 1955 წლამდე სტუმრობისას თუ ნორმალურად იყო რა მერე უცებ რა მოხდა ?
2013, 12 ივნისი, 21:08
ძალიან სმაწუხაროა მაგრამ, მგონი სიმართლე კაი ხანს არ დადგინდება იმდნეი ურთიერთ გამომრიცხავი ფაქტორია
2013, 12 ივნისი, 21:05
კი მე მჯერავს მაგრამ youtobes ვიდეო ზე მხოლოდ გამშრალი ფსკერი ჩანს ....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10