კინო The Expendables 3 2013, 3 ივნისი, 15:58 ყველასთვის ცნობილმა მსახიობმა Sylvester Stallone-მ უკვე დიდი ხანია რეჟისორობას მიჰყო ხელი. მის მიერ გადაღებული ფილმების რეჟისორი და სცენარის ავტორი თავადაა, რომლებშიც მთავარ როლშიც თავად თამაშობს თავის მეგობრებთან ერთად. მისი ფილმები საკმაოდ პოპულარულია სათავგადასავლო-მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ფილმების მოყვარულებში. მისი მონაწილეობით მრავალი, ყველასთვის საყვარელი ფილმია გამოსული, მათ შორის გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებენ ფილმები "როკი" და ფილმი "რემბო", რომლის წყალობითაც მსახიობმა პოპულარობა მოიპოვა. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, მისი ერთერთი ყველაზე პოპულარული ფილმის, The Expendables-ის მესამე ნაწილის შესაძლო გადაღების შესახებ. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღება. ჯერ არ ვრცელდება ფილმის პოსტერები, თრეილერებზე საუბარიც ზედმეტია. სამაგიეროდ, ცნობილია რამდენიმე ცნობილი მსახიობი, რომელიც ითამაშებს აღნიშნულ ფილმში: Jason Statham Sylvester Stallone Milla Jovovich Jackie Chan Mickey Rourke Jet Li Wesley Snipes Dolph Lundgren შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცნობილი მსახიობები Sylvester Stallone-ს მეგობრები არიან. კიდევ ვინ შეუერთდება მათ შესანიშნავ გუნდს, ჯერჯერობით უცნობია. ფილმი ტელე ეკრანებზე 2014 წელს გამოჩნდება, ზუსტი თარიღი ჯერ არაა ცნობილი. იმედია, კინო მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე იქნება და მოუთმენლად დაელოდება ყველა Sylvester Stallone-ს მორიგ ნამუშევარს. 81 12-ს მოსწონს 1-ს არა
|