x
კახა კალაძე : " ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს უკან საქართველო იდგა"

image
ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავის "კახა კალაძის ", გასაცილებელ მატჩზე, რომელიც თბილისში დინამოს სტადიონზე გაიმართა, უჩვეულოდ ბევრი გულშემატკივარი და საპატიო სტუმრები ესწრებლოდნენ.
ახლო წარსულში მილანის შესანიშნავი მოთამაშეები კალაძის ფეხბურთიდან გასაცილებლად შეიკრიბნენ. თავდდაპირველად მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელები მოედანზე გასახურებლად გავიდნენ და ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივრებს ბურთები გადაუგდეს, რასაც მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები მოჰყვა.
დინამოზე ნამდვილი ზეიმი იყო, რომელიც არასოდეს დაავიწყდება, არც გულშემატკივარს და არც კახა კალაძეს, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადა, როგორც ქართველ გულშემატკივარს, ასევე ყველა ქვეყნის, სადაც მას უთამაშია.
image



კახა კალაძე :
უბედნიერესი ადამიანი ვარ, ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ ვუყვარვარ ქართველ ქომაგს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სრულიად საქართველოს.მადლობა თქვენ ჟურნალისტებს, უთქვენოდ ასეთ წარმატებას ვერ მივახწევდი. სწორედ ქართველი ხალხის დიდმა სიყვარულმა შემაძლებინა ყველაფერი, სხვაგვარად არაფერი გამომივიდოდა, როცა მილანის თუ ნებისმიერი სხვა კლუბის მაისურით გამოვდიოდი, ვიცოდი, რომ ჩემს უკან საქართველო იდგა, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა ევროპაში და ყველას გაეგო საიდან ვიყავი.

image
კახა კალაძეს აფასებდნენ მეგობრებიც..
შოთა არველაძე : მთავარი ის არის, რომ კახა გამარჯვებული ადამიანი და ყოველთვის სამაგალითოა.მადლობა მას რომ ყველას დაანახა, როგორ ფასდება ჩვენში ღირსეული ადამიანი. ნიჭი და შრომა. მადლობა სტუმრებს, მერწმუნეთ ასეთი რანგის ხალხის ჩამოყვანა იოლი საქმე არ არის. ამას დიდი ავტორიტეტი სჭირდება. კახა დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ელჩი იყო ევროპაში და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა.

პაოლო მალდინი : ბედნიერები ვართ, რომ "კალას" გაცილებაზე ჩამოვედით, სავსე ტრიბუნები კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, თუ როგორ უყვართ გულშემატკივრებს კახა. მოხარული ვარ, რომ მისი მეგობარი მქვია.

დანიელ მასარო : თბილისში არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვედი, "კალა" მართლაც განსაკუთრებული ადამიანია, ფანტასტიკური საფეხბურთო კარიერის შემდეგ, კვლავ წარმატებულად აგრძელებს ცხოვრებას, ოღონდ ამჯერად აბსოლიტურად განსხვავებულ სფეროში. დღევანდელი სავსე სტადიონიც ამის დასტურია.


0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ტეტუნაშვილი
ნინო ტეტუნაშვილი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0