9 მარტს "დილა" _ "ზესტაფონს" შორის გამართულ მატჩს პროკურატულა გამოიძიებს, როგორც იცით, "დილამ" _"ზესტაფონს" შინ 2-1 სძლია, მატჩის დასრულების შემდეგ, მსაჯის მიმართ უკმაყოფილფება გამოთქვეს იმერლებმა. 11 მარტს კლუბის სახელით სფფ-ში წერილი შევიდა სადაც, მოთხოვნილია, რომ განიხილოს 9 მარტს გამართულ მატჩში მსაჯების მოქმედებები. სკ "ზესტაფონი" წერილში აღნიშნავს რომ, მსაჯები არასწორად მოქმედებდნენ, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია შედეგზე. საეჭვო ვითარებაში დაინიშნა პენალტი ზესტაფონის კარის მიმართულებით. სკ "ზესტაფონი" სფფ-ს სთხოვს, რომ გაუქმდეს 9 მარტს გამართული მატჩის შედეგი.ასევე კომპეტენტურ ორგანოებს, დაევალოთ გამოიძიონ მსაჯებთან "დილას" მხრიდან საეჭვო ურთიერთობები.მით უმეტეს რომ ეს პირველად არ ხდება.

წერილი პროკურატურაში უკვე გაიგზავნა.სადაც აღნიშნულ საკითხზე საქმე აღიძვრა.