x
image
ბელენაი
როგორ მოვემზადოთ გამოცდებისათვის ?.. ივარჯიშეთ და...

imageუმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები კარს არის მომდგარი. თქვენ, ალბათ, გამოცდებისათვის ემზადებით? ვიცი, დიდი ჯაფა გადგათ. შეასრულეთ ეს ჩინური ვარჯიშები და უფრო ნათლად იმუშავებს ტვინი, დაგიწყნარდებათ და გაგიადვილდებათ ყურადღების კონცენტრაცია.


ვისწავლოთ ფიქრი. ეს ვარჯიშები, რომლებიც ექვსი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისგან შედგება, დღეში სამჯერ უნდა გააკეთოთ. დაჯექით “თურქულად'', წელში გაიმართეთ, მარცხენა ხელის გული მუცლის ქვედა ნაწილზე დაიდეთ, მარჯვენა - მზის წნულზე. ჩაისუნთქეთ ცხვირით ღრმად, ისე, რომ მუცლის ქვედა ნაწილში იგრძნოთ ჰაერის შესვლა. სუნთქვა შეიკარით, მუცელს ხელით დააწექით და ჰაერი მზის წნულში “შეადინეთ'', შემდეგ- უფრო ზემოთ. ნელა ამოისუნთქეთ ცხვირით. ორივე ხელის დაჭერით მუცელი მთლიანად გაათავისუფლეთ ჰაერისგანა.

ვისწავლოთ დამშვიდება. ეს ვარჯიში მოგიხსნით დაძაბულობას, სტრესს და თავის ტკივილს. მიუჯექით მაგიდას, მარჯვენა იდაყვი დააყრდენით და საჩვენებელი თითით შეეხეთ შუბლს წარბების ხაზის ოდნავ ზემოთ- იქ, სადაც “მესამე თვალია''.მარჯვენა ხელის ცერა მიაჭირეთ მარჯვენა ნესტოს, მარცხენათი კი ღრმად ჩაისუნთქეთ და როცა ფილტვები მთლიანად აივსება ჰაერით, ამოისუნთქეთ. შუათითი მიაჭირეთ მარცხენა ნესტოს და მარჯვენათი ჩაისუნთქეთ. ვარჯიში რიტმულად უნდა ჩაატაროთ. ეს ვარჯიშები არა მხოლოს, მომავალ სტუდენტებს არამედ, ნებისმიერს შეუძლია ჩაიტაროს, და განთავისუფლდეს სტრესსა თუ დაძაბულობისაგან.

0
169
10-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0