სხვა საქორწინო ბეჭედი სასიკეთოა 2013, 1 ივნისი, 11:20 საქორწინო ბეჭედი... არათითზე ბეწდის ტარების ტრადიცია ძველმა ეგვიპტელებმა გვიანდერძეს, რომლებიც თვლიდნენ, რომ სწორედ მეოთხე თითი პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის გულთან. საერთოდ, ძალზე საინტერესოა ამ სამკაულის ისტორია.
ძველ ინდოელებს ფეხის ცერზე ეკეთათ დიდი კრისტალისგან გამოთლილი ბეჭდები, რომელშიც თვლის ნაცვლად პაწია სარკე იყო ჩასმული. ძველ გალებში (ასე უწოდებდნენ რომაელები კელტებს) ბეჭედი ფულის მოვალეობას ასრულებდა. ბეჭდის სამკურნალო თვისებებსაც მიაწერდნენ, რომაელი მეცნიერის პლინუსის მტკიცებით, თუ სლოკინი გაწუხებთ, საკმარისია, მოიხსნათ ბეჭედი მარცხენა ხელიდან და მარჯვენა ხელის საჩვენებელ გაიკეთოთ. შუა საუკუნეებში ევროპაში სჯეროდათ, რომ თუ ბეჭედი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე გიკეთიათ, ეპილეფსიის შეტევისგან დაზღვეული ხართ. ძველ ინგლისში გამოიგონეს “გუშაგიანი'' ბეჭედი. ოქროს თუ ვერცხლის რგოლზე დიდი ზომის ძვირფასი თვლის საიმედოდ დამაგრება რთული საქმეა და აი, ვიღაც ოქრომჭედელმა ასეთი რამ მოიგონა: თუ თვალი ბუდიდან ამოვარდებოდა, პაწია ქინძისთავი თითზე ჩხვლეტდა ბეჭდის პატრონს და ამით ამცნობდა თვლის ამოვარდნას. ბეჭდის სიკეთეზე ვილაპარაკეთ... აღარას ვამბობთ იმაზე, რომ ზოგჯერ თვალში აბეზარა პოლიტიკოსებისათვის გამიზნულ შხამიც ინახებოდა... 507 10-ს მოსწონს
|