x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
სკოლიდან გარიცხული ვარსკვლავები
ბევრს საუბრობენ იმ ვარსკვლავებზე, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული, თუმცა კარგი განათლება ჰოლივუდისთვის პრიორიტეტული სულაც არაა.

უფრო მეტიც, ჰოლივუდის ვარსკვლავთა დიდმა ნაწილმა მე-12 კლასამდეც კი ვერ მიაღწია. ''უდიპლომოთა'' სიაში კი შოუბიზნესის შემდეგი წარმომადგენლები მოხვდნენ:

ჯესიკა სიმპსონი, რომელმაც სკოლა მაშინ მიატოვა, როდესაც მისი ვოკალით ''კოლუმბია რეკორდსის'' აღმასრულებელი პროდიუსერი დაინტერესდა.

image


წარმოშობით კანადელი კომიკოსი ჯიმ ქერი კი სკოლიდან 16 წლის ასაკში გამორიცხეს.

image

ჰილტონების მემკვიდრეს, პერის ჰილტონს ხშირად უწევდა სკოლების გამოცვლა. ერთ დროს ლედი გაგას სკოლელიც კი ყოფილა, თუმცა სკოლაში წესების დარღვევის გამო გამოაგდეს და დიპლომის გარეშე დარჩა. აღსანიშნავია, რომ პერის ჰილტონი ყოველწლიურად ჩატარებული გამოკითხვებით ყველაზე სულელ ქალთა ათეულს ''ამშვენებს''.

image

ჯონ ტრავოლტაც ჯიმ ქერის მსგავსად 16 წლის იყო, როდესაც სკოლიდან გამორიცხეს.

image

ერთ-ერთი საუკეთესო მამაკაცი მსახიობი კინოს ისტორიაში, მარლონ ბრანდოც ''უდიპლომო'' ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უნდოდა სკოლის მიტოვება, ის მაინც გარიცხეს.

image

კრისტინა ეპელგეიტმა კი საკუთარი ნებით დატოვა სკოლა მე-11 კლასში, რათა მეტი დრო დაეთმო სიმღერისთვის. პროდიუსერმა მამამ და მსახიობმა დედამ ქალიშვილს წინააღმდეგობა აღარ გაუწიეს და დაეხმარნენ ნამდვილ ვარსკვლავად ქცეულიყო.

image

კამერონ დიასს კი ადრეული ბავშვობიდან აწუხებდნენ სამოდელო სააგენტოებიდან და მასაც ბევრი არ უყოყმანია. სკოლის დამთავრებას არ დაუცადა და აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. დღეს ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

image

14 წლის ტომ კრუზი ბედის საძებნელად ნიუ იორკში გაეშურა. ის სასულიერო სკოლაში სწავლობდა და ყველა მღვდლობას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ სკოლის სპექტაკლში თამაშისას გადაწყვიტა, რომ მსახიობობა მისი საქმე იყო.

image

ეს იმ ცნობილ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებმაც განათლების გარეშე მიაღწიეს წარმატებას, თუმცა ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება და მსგავსმა მაგალითებმა სწავლის მიტოვების მოტივაცია არავის არ უნდა მისცეს.


7
208
6-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
208
  
მადლობა, რომ მითხარი :) წყაროში მიუთითეს, რომ სტატია ინტერმედიიდან აქვთ აღებული
2013, 11 ივნისი, 1:24
http://kupsika.gogaggg.com/index.php?newsid=14084 სატიებს ხვაგან აკოპირებენ და ესეც იქაა ნახე
2013, 2 ივნისი, 2:52
ალ პაჩინო და ჯონი დეპიც არ აქვთ სკოლა დამთავრებული
2013, 1 ივნისი, 19:39
მართალია
2013, 1 ივნისი, 18:32
ეგენი თავიანთ სახლებში არ დარჩენილან, ჰოლივუდში წავიდნენ.:D ჩვენ ვერ ვბედავთ ასეთ რამეს თორემ ვინ იცის... :D:D
2013, 1 ივნისი, 13:37
მაგაში გეთანხმები მაგრამ ამ ადამიანებს ქონდათ იმის პერსპექტივა რომ რაიმეს მაინც მიაღწევდნენ ცხოვრებაში ხოლო საქართველოში ვერაფერს იზავ სკოლიდან რომ გამოგაგდონ მაშინვე მენაგვე უნდა გამოხვიდე :D
2013, 1 ივნისი, 11:57
ჩვენთნ რომ სკოლიდან გამოგრიცხონ მაქსიმუმ შავ მუშად იმუშაო
0 1 7