x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
საშინელებათა ფილმებსაც მოაქვთ სარგებელი

image


საშინელებათა ფილმების მოყვარულებს ნამდვილად გაახარებს მეცნიერების უახლესი დასკვნა.

ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ( დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 90 წუთით საშინელებათა ფილმების ყურება 113 კალორიას წვავს. (113 კალორია ერთი ფილა შოკოლადის ექვივალენტურია). ფაქტობრივად საათნახევარი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ყურება ნახევარსაათიან სეირნობას უდრის. მეცნიერებმა სპეციალური ხელსაწყოთი ჩაიწერეს საშინელებათა ფილმების მაყურებლების პულსი, გულის ცემის სიხშირე, შესუნთქული ჟანგბადის რაოდენობა და დაასკვნეს, რომ ყველაზე მძაფრი მომენტების დროს გულის ცემა მატულობს, სისხლი ორგანიზმში გაცილებით სწრაფად მოძრაობს და ამ დროს ორგანიზმი ადრენალინს გამოყოფს, რაც საბოლოოდ ჭამის მადასაც კი აქვეითებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კალორიების დაწვა მხოლოდდამხოლოდ ძალიან საშიშ და მოულოდნელ კადრებს შეუძლია. არჩევანი კი მკითხველმა უნდა გააკეთოს თუ რა უფრო სასარგებლოა: საათნახევარი საშინელებათა ფილმების ყურება და ამით ნერვული უჯრედების დაძაბულობა თუ ნახევარი საათი სუფთა ჰაერზე სეირნობა.

1
61
3-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
61
  
0 1 1