სხვა ყველაზე ასაკოვანი ქალი მსოფლიოში 2013, 31 მაისი, 18:09 ყველაზე ასაკოვან ქალად ითვლება უკრაინის სოფლის ხოტიმირის მკვიდრი ეკატერინე კოზაკი, რომელიც 116 წლისაა.
“უხუცესი'' რეკორდსმენი დაიბადა 1897 წლის 14 თებერვალს, რომელსაც ამ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში არსად არ უმოგზაურია, მაგრამ სამწუხაროდ მეოცე საუკუნის, ის მძიმე ეპოქის რთული აქვს გზა გამოვლილი.
ეკატერინე არასდროს არ გათხოვილა, არც შვილები ჰყოლია.მისი ცხოვრების დიდი ნაწილი მის დისშვილებს დაუთმო, რომლებიც უდედმამოდ იზრდებოდნენ.ეკატერინეს და მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.მის წარსული ცხოვრება ყოველთვის დაკავშირებულია მძიმე შრომასთან.ის გახლდათ მსხვერპლი მძიმე კომუნისტური რეპრესიებისა, მას არასოდეს მიუღია განათლება, თუნდაც საშუალო.
ის არასოდეს ყოფილა საავადმყოფოში, ის ყოველთვის, საჭიროების შემთხვევაში ტრადიციული მეთოდებით მკურნალობს.მიუხედავად ასაკისა ეკატერინე დღესაც არ უჩივის მეხსიერებას, მაგრამ ყურთა სმენა დაქვეითებული აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილდება, მარტო ცხოვრობს და დამოუკიდებლად მოსწონს ასეთი ცხოვრება, ის მტკიცე უარზეა თავის დისშვილებთან საცხოვრებლად გადასვლაზე. მის მშობლიურ სოფელში დაფასებულ ადამიანად ითვლებოდა და დღესაც ითვლება, არ უყვარს ტელევიზორის ყურება, ხშირად ლოცულობს და ღმერთს ევედრება მშვიდობას უკრაინისთვის. მის ასეთ დღეგრძელობასთან დაკავშირებით ხუმრობს:“მე ისეთი რთული ცხოვრება გავიარე, რომ სიკვდილსაც ეშინია ჩემთან მოახლოება'' 77 7-ს მოსწონს
|