ოდესღაც ცხოვრობდა ერთი, ბრმა ბიჭი. საცოდავი დატანჯული იყო თავისი სიბრმავით და უკვე ყველაფერი ეზიზღებოდა, გარდა თავისი სატრფიალო "მეორე ნახევრისა". გოგოც სულ თავს ევლებოდა, მუდამ მზრუნველობით ეკიდებოდა მის ყოველ ქცევას.
ასე გადიოდა დრო. გაიზარდნენ. ბიჭი სულ თავის სიბრმავეს მისტიროდა. გოგოს პირობაც კი მისცა, რომ ღმერთი მას თვალის ჩინს თუ მისცემდა, პირველს რასაც გააკეთებდა, მას შეირთავდა ცოლად.
ამ პირობის მიცემის შემდეგ, არ გავიდა დიდი დრო და გამოჩნდა დონორი. ბიჭი დაუფიქრებლად დათანხმდა ოპერაციაზე. ოპერაცია შედეგიანი აღმოჩნდა და ბიჭს ნანატრი თვალის ჩინი დაუბრუნდა.
მან მაშინვე თავისი პირობა გაიხსენა და მოინდომა თავისი "მეორე ნახევრის" ნახვა. ნახვამ იმედები გაუცრუვა: მისი "მეორე ნახევარი" ბრმა აღმოჩნდა. ბიჭმა მაშინვე უარჰყო თავისი პირობა და სხვა გოგოებისკენ გაექცა თვალი. თვალახელილმა აღარ მოინდომა ბრმის გვერდით ცხოვრება.
თვალცრემლიანი გოგო მიბრუნდა და მიმავალმა ჩუმად მხოლოდ ესღა თქვა: "გთხოვ, გაუფრთხილდი ჩემს თვალებს, ძვირფასო..."
მე, პირადად, შემძრა ამ ისტორიამ. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ასეთები დღესაც ხდება და ასეთი უმადურებიც არსებობენ. ყველას გისურვებთ, ასე ყვარებოდეთ თქვენს მეორე ნახევრებს და ამ უმადური ბიჭისაგან განსხვავებით, დაგეფასებინოთ მათი თუნდაც ერთი ცრემლი.