სიცილი სიცოცხლის ელექსირიაო, -ამბობენ, - ვინც ხშირად იცინის, დიდხანს ცოცხლობსო... ალბათ, უნდა დავიჯეროთ. მაგრამ... სათაური რომ წაიკითხეთ, არ გაგკვირვებიათ? მე, მაგალითად გამიკვირდა. მაგრამ (ისევ“მაგრამ''!) მოდით და ნუ ირწმუნებთ!!!
ცნობილი ამერიკელი ნერვოპათოლოგის ბ.ფროიდის გამოკვლევის თანახმად, ცრემლი ფრიად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფარქტისა და ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ მარილწყალს, თურმე, ჩვენი ორგანიზმიდან გამოაქვს ჰორმონები, რომლებიც სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევენ. ექიმი გვირჩევს, მოურიდებლად და დაუფარავად ვიტიროთ დიდი სიხარულის თუ მწუხარების ჟამს. ბ.ფროიდის მტკიცებით, ქალები მამაკაცებზე დიდხანს იმიტო ცოცხლობენ, რომ უფრო ხშირად ტირიან