x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510190
ჩემპიონთა ლიგის ხუთი საუკეთესო ფინალი
1. ბარსელონა-არსენალი 2-1 პარიზი 2006 წლის 17 მაისი.


როგორც აღმოჩნდა ეს თამაში ახალი ეპოქის დასაწყისი იყო, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში-ბარსელონას დომინირების ეპოქა. მაგრამ ჩვენს რეიტინგში ის მხოლოდ ამიტომ არ შესულა. იმ წვიმიან საღამოს "სენ-დენის" სტადიონზე იყო ყველაფერი- ლამაზი ფეხბურთიც და ნამდვილი დრამაც.

არსენ ვენგერი და მისი "არსენალი" ძალიან ახლოს იყვნენ ევროპული ოცნების ასრულებასთან, მაგრამ ყველაფერი მეკარის გაძევებით დაიწყო 18 წუთზე. არსენალი იბრძოდა და ანგარიშიც მის სასარგებლოდ იყო. სანამ ბარსელონა ანარიშს გაათანაბრებდა მომენტი ვერ გამოიყენა ტიერი ანრიმ. თუმცა ეს იყო ლარსონის ფინალი. შვედი შეცვლაზე შემოვიდა გააკეთა ორი გენიალური საგოლე პასი და სრულიად შეცვალა თამაშის მსვლელობა.

ვენგერის სიტყვები: "მადლობა ჩემს ფეხბურთელებს- ისინი გმირები არიან რომლებიც ჯილდოს გარეშე დარჩნენ".




2. ბარსელონა-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1 ლონდონი 2011 წლის 28 მაისი.

"უემბლიზე" ბარსელონამ თითქმის არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა მანჩესტერს. ამის ყურება სულაც არ იყო მოსაწყენი.

ბარსელონამ ის ფინალი ერიკ აბიდალისთვისაც ითამაშა. ფრანგი მცველი მაშინ კიბოს ებრძოდა, მან არა მხლოდ გატაარა მოედანზე 90 წუთი, ასევე პირველმა აღმართა ჩემპიონთა ლიგის -თასი. ლურჯ-ბროწეულისფერებს ერიკის გამო უფრო უხაროდათ. აბიდალმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

ეს ფინალი ასევე იყო ლეო მესის. არგენტინელმა გაიტანა გამარჯვების გოლი შორეული დარტყმით.

გუარდიოლას სიტყვები: "მესი- საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის ვისაც როდესმე შევხვედრივარ, მისმა მოედანზე ყოფნამ განაპირობა სხვაობა ორ გუნდს შორის."


3. მილანი-ბარსელონა 4:0 1994 წლის 18 მაისი

ფაბიო კაპელოს უყვარს წარსულის გახსენება, ამ მატჩის გახსენება მას ალბათ ღიმილს გვრის.

19 წლის წინ, კრუიფის ბრწყინვალე "ბარსელონა" ფავორიტად ითვლებოდა, იტალიელებს ყველაფერთან ერთად ტრავმების გამო არ ყავდათ ფრანკო ბარეზი და ალესანდრო კოსტაკურტა. მკურნალობდა მარკო ვან ბასტენიც. მაგრამ მილანმა ტაქტიკურად ითამაშა, გენიალური თამაში ჩაატარა სავიჩევიჩმა რომელმაც არა მხოლოდ გოლი გაიტანა არამედ სოლო რეიდის შემდეგ მასარო გაიყვანა მეკარესთან პირისპირ.


4. ბავარია-მანჩესტერ იუნაიტედი 1-2 ბარსელონა1999 წელი 26 მაისი


თამაში "კამპ ნოუზე" ლეგენდარული გახდა, რომელმაც გვაჩვენა, რომ ფეხბურთი უნდა იტამაშო საფინალო სასტვენამდე, რომ გამარჯვების შანსი არის ყოველთვის. ბავარია უკეთესად გამოიყურებოდა ყველაფრით უგებდა მანჩესტერს, დიდებული თამაში ჩაატარა 40 წლის ლოტარ მატეუსმა რომელიც 80 წუთზე მოედნიდან გაიყვანა ბავარიის მთავარმა მწვრთნელმა, რასაც შემდეგ დიდხანს ახსენებდნენ მას რადგან თვლიდნენ რომ სწორედ ეს გახდა დამარცხების მიზეზი.


5. მილანი -ლივერპული 3:2 სტამბული 2005 წლის 25 მაისი

შეიძლება ეს არა მხოლოდ საუკეთესო ფინალია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ასევე საუკეთესო ფინალია მსოფლიო ფეხბურთში, საქმე არა მხოლოდ დაუჯერებელ სიუჟეტშია, როცა "ლივერპულმა" შეუძლებელი შეძლო.

მომენტები იქმნებოდა მთელი თამაშის განმავლობაში ორივე გუნდის კართან. მილანი ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ეს საღამო ლივეპულის იყო. რა დაგვამახსოვრდა კიდევ? "წითლების" გულშემატკივრები რომლებმაც შესვენებაზე გუნდს ცხვირის ჩამოშვების საშუალება არ მისცა. რაფაელ ბენიტესი რომელმაც სამჯერ შეცვალა ლივერულის თამაშის სქემა.

სტივენ ჯერარდის სიტყვა: "სამი გოლის შემდეგ ვიფიქრე რომ ფინალურ სასტვენს ცრემლებით შევხვდებოდი თუმცა ჩვენ მოვახერხეთ სხვა შედეგის დაფიქსირება, თამაში დამატებით დრომდე მივიყვანეთ ვიბრძოლეთ, ჩვენი გულშემატკივვრები იყვნენ 12 მოთამაშე გუნდში, რომლებმაც გამარჯვებისთვის ფეხბურთელებზე მეტი გააკეთეს".




სრული თამაშის ლინკი მათთვის ვისაც არ უნახავს, ან უბრალოდ გახსენება სურს))


5
74
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
74
  
2013, 31 მაისი, 10:56
მილანი -ლივრპოლი ეს იყო დიდი მოვლენა ფეხბურთის ისტორიაში ,დიდი ფინალი და გამოვლინება ,ფეხბურთელების ბრძოლიუნარიოანობის და მისწრაფება გამატჯვებისკენ.მაგ თამშში კალაძე ცუდად გამოიყურებოდა კერიკის თავით გატანილი გოლი მისი ბრალი იყო :))
2013, 31 მაისი, 0:06
მილანი -ლივერპურლი ეს დაუვიწყარია,ვერცერთი ფინალი ვერ შეედრება,მხოლოდ ბოლოს შევადარებდი დაძაბულობით და სანახაობით,ანუ გერმანულ ფინალს სულ ცოტახნის წინ გამართულს...
2013, 30 მაისი, 20:17
ხო გეთანხმები გასაოცარი ფინალი ვიხილეთ, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ლივერპულის ფანებმა, რის შედეგადაც ფეხბურთელებმა მეტი ძალა მოიკრიბეს და ბოლომდე იბრძოლეს, კარგი სტატია ყოჩაღ ჯობდა,ადგილების მიხედვიტ გაგეკეთებინა
2013, 30 მაისი, 20:10
არა)) ადგილების მიხედვით არ არის) ჩემთვის მილანი ლივერული საუკეთესო ფინალია)
2013, 30 მაისი, 20:07
ამ ფინალებიდან 1 ადგილი ბარას-არსენალმა დაიკავა?
0 1 5