ანეკდოტები ანეკდოტები 2013, 30 მაისი, 18:55
- გავიგე, სიდედრთან უთანხმოება გქონია. - კი, მასეა, აგრარულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით. - ეგ როგორ? - იმას უნდა მე ჩამდოს მიწაში, მე პირიქით გურულს ეკითხებიან: - უცხო ენა გესმის? - მესმის, ძამა, მაგრამ ვერ ვგებულობ. გურულს ტყეში ყაჩაღი დახვდა: - ფული, ჩქარა! - მზესუმზირა მაქვს აგერ, ბატონო და ინებეთ - მზესუმზირა რა ჯანდაბად მინდა? - თავს შეიქცევთ, სანამ ვინმე ფულიანი გამოიარს. გურული ცოლს ირთავს. სასიდედრო პირობებს უყენებს: - ჩემი ქალიშვილი იმ შემთხვევეაში გახდება შენი ცოლი, თუ სარეცხსაც შენ დარეცხავ, სახლსაც შენ დაალაგებ, საჭმელსაც შენ გააკეთებ... - მერე ერთადერთ ქალიშვილს მაგნაირ იდიოტს გაატან? - ექიმო, თქვენი გამოწერილი წამალი ძალიან მომიხდა. - არ გაამრიო! სად იშოვე, გაფიცებ ყველაფერს?! - გუშინ რატომ არ იყავით სამსახურში? - მოვედი, უფროსო, უბრალოდ ცოტა დამაგვიანდა... - და ვინ გნახათ? - უკვე აღარავინ იყო და ვინ მნახავდა? - ასე რამ გაგახარა? - კბილის ექიმთან ვიყავი და სახლში არ დამხვდა. ფსიქოთერაპევტი ეკითხება პაციენტს: - გატყობთ, რომ რაღაც გაწუხებთ. - კი ტუალეტში მინდა. - კეთილი, მოდით ვისაუბროთ ამის შესახებ. - ამჟამად იმდენი შემოსავალი მაქვს, რომ ორ შენისთანა ქალს შევინახავდი. - თუ ასეა, ხვალიდან დედაჩემს გადმოვიყვან ჩვენთან. მომაკვდავი ქმარი ეკითხება ცოლს: - ძვირფასო, რომ მოვკვდები, ხომ მიიტირებ? რა თქმა უნდა, საყვარელო, ხომ იცი უბრალო რამეებზეც ვტირი ხოლმე. ტიპმა ძალიან ძველი მანქანა და მოშლილი მანქანა ხელოსანთან მიიყვანა შესაკეთებლად. ხელოსანმა დაათვალიერა მანქანა და თავისთვის ჩაილაპარაკა: - ეჰ, ცხენი რომ იყოს, ტყვიას დავახლიდი. ცოლმა ქმარი მოინახულა ციხეში: - აქ როგორ გრძნობ თავს? - როგორც სახლში, არც გარეთ მიშვებენ და არც საჭმელი ვარგა. პატრული ეუბნება მთვრალ მძღოლს: - როგორ დაჯექით მთვრალი საჭესთან? - მეგობრები დამეხმარნენ. 41 18-ს მოსწონს
|