x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511363
უჩვეულო სიტუაცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკურთხეველთან

image ამ ბოლო დროს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არასასიამოვნო, უჩვეულო მოვლენების განვითარების ადგილად იქცა. 22 მაისს, მრავალრიცხოვანი მომლოცველებისა და ტურისტების თვალწინ, ტაძრის საკურთხეველთან თავი მოიკლა 78 წლის, ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და ისტორიკოსმა დომინიკ ვენერმა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გარდაცვლილს ჯიბეში აღმოუჩინეს რამოდენიმე წერილი. ერთ-ერთი წერილი იქ მყოფ საზოგადოებას ხმამაღლა წაუკითხა ვენერის თანამოაზრემ.-"მსხვერპლად ვწირავ თავს ერის სინდისის გასაღვიძებლად."-ეწერა წერილში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე ვენერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საზოგადოებას მოუწოდებდა, - დაეგმოთ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება -ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ.-"ახლა წყდება ჩვენი ბედი. ეს ის წამია, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიყოთ ის რაც ვართ."-წერდა ვენერი.image სუიციდი მოხდა ბასტილიის მოედანზე ერთსესიან ქორწინების მხარდასაჭერად დაგეგმილი კონცერტის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე. მაგრამ ამ სამწუხარო ფაქტმა ხელი ვერ შეუშალა გეი-ზეიმს, რომელიც მაინც ჩატარდა.მეორე დღეს კი ნახევრად შიშველი ფემინისტი ქალი შევარდა ტაძარში და იმავე საკურთხეველთან ცეკვით გაითამაშა ვენერის თვითმკვლელობის სცენა. აქტივისტს სხეულზე ეწერა-"ფაშისტო განისვენე ჯოჯოხეთში!", "ჩვენ გვწამს ჩვენი გეების!"
ასიათასობით ფრანგი მოქალაქე გამოვიდა პარიზის ქუჩებში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამართულ აქციებში. ისინი აცხადებდნენ, რომ არ შეჩერდებიან, ვიდრე მთავრობა არ გააუქმებს ამ კანონს. ყველა ბავშვს აქვს უფლება იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, ყავდეს დედაც და მამაც. ერთსქესიანთა ქორწინება კაცობრიობას ჩიხში შეიყვანს, რამეთუ მათ არ შეუძლიათ შვილების გაჩენა.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0