x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511363
კულტურული შეხლა შემოხლა

ირლანდიის ახალ და უახლეს ისტორიას თუ გადახედავთ, უამრავ საინტერესო ფაქტს წაააწყდებით, რომელთა საზღვრებს გარეთ გატანა უმეტეს შემთხვევაში ამერიკისა და ინგლისის არისტოკრატიის, ინტელიგენციისა და კულტურული ელიტის გაღიზიანებას იწვევს.
აი მაგალითად რა წყაროებზე დაყრდნობით მე წარმოდგენა არა მაქვს, თურმე ბევრი ცნობილი პიროვნება, დაწყებული: ოლივერ კრომველით, (რომელიც, ირლანდიელების ჟლეტვით იქცევდა თავს მთელი ცხოვრება), შექსპირის, გოეთეს, ჯონ ლენონის, ელვის პრესლის და დამთავრებული ბოლო 11 ამერიკის პრეზიდენტთა გენეალოგიური ხეები ირლანდიური ფესვებიდან აღმოცენებულა. არ ვიძახი იმ პრეტენზიებზე რომლებიც მათ მსოფლიოს საუკეთესო კერძების, ტრადიციებისა და
იდეების ფლობაზე გააჩნიათ.
მაგრამ ეს სულაც არ არის მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ იტანენ და მეტიც, ეზიზღებათ ინგლისურენოვან ქვეყნებს და არა მხოლოდ მათ, ირლანდიელები. თქვენ წარმოიდგინეთ ამის მიზეზი არც ისაა რომ მთელი არსებობის მანძილზე, მათთვის, ვისაც კი უშვალო და ხშირი შეხება ჰქონდა ომებისა და მათზე ბატონობის შედეგად, ეს ნაცია საუკუნეების მანძილზე რომ ასოცირდებოდა ყველაზე მხდალ, გამყიდველ და ბინძურ ხალხთან.
მთავარი მიზეზი, რომელსაც ისინი აძლევენ მსოფლიოს, რომლის გამოც, თვით ჰოლივუდის ფილმების ათიდან ხუთში და ამერიკელების მიერ შეთხზული ანეკდოტების თითქმის 75%-ში ხდება ამ ნაციის თათხვა, არათუ ჩამარხულია, არამედ სწორედ რომ ტივტივებს ირლანდიურ აქცენტზე და მათ პროვინციულ ფიზიონომიაზე, რომელიც რატომღაც რაფინირების და გაქალაქელობის მუდმივ ძიებაშია.
ისე საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს რა ხდება საქართველოში?
უკვე ათი წელია რაც მოვწყდი იქაურობას სადაც, ჩემს დროს პროვინციელი, მთელი ცხოვრება, ქალაქელებზე შაყირითა და მათი ლანძღვა-გინებით იყო დაკავებული. საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი კი რესპექტაბელურ ქალაქელობაზე ოცნებობდა და დროებით ეგზალტაციაში მყოფი მის თანასოფლელებს ყოველგვარი მორიდების გარეშე ჯაგების იარლიყსაც კი აკრავდა. ხოლო უკვე ქალაქში გადმობარგებული დროის მოკლე მონაკვეთში, მეხსიერებაშივე კლავდა მის წარმომავლობას, დიდი ვაივაგლახით, თითქოს ახერხებდა დახვეწილი მანერების ათვისებას. ხოლო მთელი ამ ციკლის დასასრულს კი თავად გაოცებული ამდაგვარი მეტამორფოზით, იწყებდა ელ ჯეროს ახალახალი კომპოზიციების მასიურ, გლეხურ ენაზე (ოფტამ) შეძენას. ( :)) უკვე აღარ მახსოვს რომელი კინოდანაა). მათ შორის იყო ის 30 თუ 40% რომლებიც ცხვირ-პირზე აკრული მომხიბვლელი პროვინციული გამომეტყველების დაფარვას თვით მამა ზეციერის დახმარებითაც კი ვერ შეძლებდა, რის გამოც დარჩენილ ცხოვრებას ფულის შეგროვებასა და კვალიფიცირებული პლასტიკური ქირურგის ძებნაში ატარებდა.
ირლანდიელებმა, მათი ისტორიული განვითარების უკვე რომელ ეტაპზე აიცრუეს გული ვირტუოზი ქირურგების ძებნაზე ეგ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ, თავმდაბლობისა და მოთმინების წყალობით ბევრი სხვა ერი უკან ჩამოიტოვეს და თავს მსოფლიოს ჭიპებად, ღერძებად ან კიდევ ყველაზე ჭკვიანებად უკვე დიდი ხანია არ მიიჩნევენ. რის გამოც მათ მიმართ ყურადღება დღითიდღე მატულობს.
შალვა ისაკაძე http://www.facebook.com/shalva.isakadzeimage

0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:შალვა ისაკაძე
შალვა ისაკაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0