საქართველო გახდა მესამე გუნდი თურქეთთან და მასპინძელ ლატვიასთან ერთად რომელიც საზაფხულო 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად შეუერთდა.
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები იმყოფებოდა მეექვსე ჯგუფში. ბელგიასთან, ინგლისთან და შოტლანდიასთან ერთად. ქართველებმა მოაგროვეს 7 ქულა და ჯგუფის პირველობა მოიპოვეს, ორი მოგებისა და ერთი ფრის საფუძველზე. გადამწყვეტი მატჩი ბელგიასთან დღეს გაიმართა სადაც დამსახურებული გამარჯვება იქნა მოპოვებული. ბელგიის ნაკრები დამარცხდა ანგარიშით 2-0. გ.ფანცულაია და გ.სამუშიას გოლებით.