x
image
NIKOLAISHVILI
წმინდა გიორგი და საქართველო

image


წმინდა გიორგი – კაპადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური, რომელიც ქრისტიან დიდმოწამედ შერაცხეს. მართლმადიდებელი ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი. უკვდავყოფილ იქნა გიორგისა და დრაკონის ნაამბობით .

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

ჩვენ მთელ მსოფლიოში „გეორგიანებს“ გვიწოდებენ – ესე იგი, წმინდა გიორგის სამწყსოს. წმინდა გიორგი ჩვენი სამშობლოს მფარველია. საქართველოში მისი თაყვანისცემა წმინდა ნინომ, მისმა სისხლით ნათესავმა განგვიმწესა. წმინდა გიორგი მუდამ შეეწეოდა ქართველებს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში და, თანაც, ეს ხდებოდა, როგორც ზეციური მხედრის სულიერი, ისევე – ხილული დახმარებითაც:

დიდგორის ცნობილი ომის დროს მუსლიმთა ჯარის წინააღმდეგ წმინდა გიორგი „გაცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა“ ქართველთა ლაშქარს და თვით ურჯულო მტერიც ხედავდა და შიშისაგან კრთოდა ამ სახილველით.

სპარსთა წინააღმდეგ ბახტრიონის დიდი აჯანყების დროს ქართველთა ჯარს წინ ასევე ხილულად მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი: „ ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამძღოლად მათდა“.

დასავლეთ საქართველოს საბრძოლო მატიანიდან ცნობილია შემდეგი ფაქტი: ერთ–ერთ შეტაკებაში უკან დახეულ აფხაზებს გზად ჭაბუკი შეხვედრიათ, რომელსაც შეუგულიანებია ისინი საბრძოლველად. იქ, სადაც საომარ ველზე მიბრუნებული აფხაზები ხმლებითა და მშვილდ–ისრებით ომობდნენ, მას მათრახით უბრძოლია – შუაზე აპობდა თათრებს და მირეკავდა აფხაზეთის საზღვრებიდან. მაგრამ მან მხოლოდ ორი ხანჯალი დაიტოვა, დანარჩენი მათ გადაულოცა.

მეორე დღეს, როდესაც მორწმუნენი შევიდნენ ილორის ტაძარში სალოცავად და გამარჯვების აღსანიშნავი პარაკლისის გადასახდელად, ის ორი ხანჯალი წმინდა გიორგის ხატის აქეთ–იქიდან დახვდათ ჩამოკიდებული. ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მფარველმა წმინდა გიორგიმ კიდევ ერთხელ გაუწია დახმარება მასზე მლოცველ ერს.

1795 წელს, აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის დროს, ერთ მთასთან დაბანაკებულ სპარსულ მხედრობას თავს ესხმოდა შავნაბდიანი მხედარი და მუსრს ავლებდა. ქართველებმა მასში წმინდა გიორგი შეიცნეს, მთას „შავნაბადა“ უწოდეს და იქ წმინდა გიორგის სახელზე ტაძარი ააგეს.

წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

დასჯის წინ წმიდა გიორგიმ მთელი გულით შესთხოვა უფალს, შეენდო მტარვალთათვის, რომელთაც არა უწყოდნენ, რას იქმოდნენ და სთხოვა, ჭეშმარიტი რწმენის შეცნობამდე მიეყვანა ისინი, შემდეგ კი მორჩილებით მოუდრიკა ქედი ჯალათის მახვილს. იგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. ანდერძისამებრ, წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში.

4
723
15-ს მოსწონს
ავტორი:NIKOLAISHVILI
NIKOLAISHVILI
723
  
2012, 17 დეკემბერი, 18:32
თუ ადრე წმიდა გიორგი ხილული სახით გამოჩნდებოდა ხოლმე გაჭირვების ჟამს და ჩვენს ქვეყანას ხილულად ეხმარებოდა, რატომ არ შეიძლება ის დღესაც ხილულად გვეხმარებოდეს ხოლმე? რა თქმა უნდა ეს ასეა, ის მუდამ როცა საჟიროა ხილულად გვეხმარება ხოლმე
2012, 26 ნოემბერი, 0:15
დიდება მის მადლს და ძლიერებას. ამინ!
2012, 23 ნოემბერი, 19:49
გაიხარე :)) შენც ასევე ....
2012, 23 ნოემბერი, 19:48
გილოცავ გიორგობას...
0 1 4