x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135852
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510221
როგორ გავხადოთ ჯინსის შორტი მოდური და ორიგინალური?

image


აი სულ რამდენიმე დღეც და დიდი ხნის ნანატრი ზაფხულიც, როგორც იქნა დაიწყება, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჯერ გაზაფხულია, საკმაოდ თბილი ამინდებია, ბოლო დღეების წვიმებს თუ არ ჩავთვლით, ქალაქში უკვე მრავლად შენიშნავთ მოკლე შორტებში მოსეირნე გოგონებს. ჯინსის მოკლე შორტი, კი, ეს ის მოვლენაა, რომელიც სულ მოდურია და ალბათ მომავალშიც ასე იქნება, ის ხომ ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, ამავდროულად საშუალებას იძლევა სახალხოდ გამოამზეურო, შიშველი ფეხები, მითუმეტეს თუ რუჯის მიღებაც მოასწარი. დიახ, ჯინსის შორტი მოდურია, ეს მარტივია, მაგრამ გემოვნებიან ადამიანს, მით უმეტეს თინეიჯერსა და გოგონას, ყოველთვის აქვს სურვილი, სხვებისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეს. ზოგი ამის მისაღწევად გაცილებით მეტად იღწვის ვიდრე საჭიროა, გამოსავალი ხომ ზოგჯერ საკმაოდ მარტივია. შეხედეთ სურათს და დანარჩენს თვითონაც მიხვდებით. საკუთარი შორტი, რომ ორიგინალური გახადოთ, სულ რამდენიმე მარტივი ნივთი და საკუთარი ხელების ოდნავი მოხერხება გესაჭიროებათ.

image

0
113
8-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0