x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137447
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511363
ბრეივიკს ცივი ყავა და მკაცრი რეჟიმი არ მოსწონს

image როგორც ცნობილია, ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აფეთქება მოაწყო, შემდეგ კი კუნძულ ოტოიაზე, სადაც ლეიბოლისტური პარტიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკში 700-მდე ახალგაზრდა ისვენებდა (მათ შორის ორი ქართველი გოგონაც), მასობრივი ხოცვა-ჟლეტა გამართა.თვითმხილველების თქმით, პოლიციის ფორმაში გადაცმული ახალგაზრდა არავის ინდობდა.ცეცხლის გახსნის შემდეგ შეშინებული ახალგაზრდებიდან ზოგმა ტყეს შეაფარა თავი, ზოგი წყალში ჩახტა, მაგრამ მკვლელი მშვიდი, მომღიმარი, სახით პოულობდა და ანადგურებდა მათ. მოგვიანებით ბრეივიკმა სასამართლოს განუცხადა -"იმ მომენტში მუსიკას ვუსმენდი, რაც გამძლეობას და სიმაშვიდეს მმატებდ-ო. გავრცელებული ინფორმაციით ბრეივიკის ამ ტერირისტურ ქმედებებს 77 ადამიანი შეეწირა და 150-მდე დაშავდა.დაიღუპა ქართველი გოგონა 23 წლის თამთა ლიპარტელიანი. სასამართლო დარბაზში შესვლისას ანდრეი ბრეივიკი მომღიმარე სახით და ნაცისტური ჟესტით მიესალმა იქ მყოფთ. "მე ყველაზე ეფექტური და დახვეწილი თავდასხმა განვახორციელე ევროპაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ."-განაცხადა ტერირისტმა და დაამატა, რომ ჩადენილს არ ნანობს და შესაძლებლობის შემთხვევაში კიდევ გაიმეორებდა. "ეს ქმედებები კეთილი ზრახვით განხორციელდა და არა-ბოროტით"აღნიშნა ბრეივიკმა და დასძინა-"გარდაცვლილთა ოჯახის წევრები რომ არ გამეღიზიანებია, აღნიშნული განცხადება მშვიდი ტონით გავაკეთე." მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ბრეივუკმა ინტერნეტსივრცეში 1518 გვერდიანი მანიფესტი გაავრცელა, სადაც ის ამბობს რომ, მისი ქმედება განპირობებულია ულტრამემარჯვენე, ანტიმუსულმანური შეხედულებებით. იგი საზოგადოებას მოუთხრობს ტერაქტებისათვის მზადების 9 წლიან პერიოდზე. ამბობს, რომ მისი მიზანია გამოაფხიზლოს ევროპა, რომელსაც, მისი აზრით, საშიშროება ემუქრება იმიგრანტებისადმი ლიბერალური პოლიტიკის გამო. სხვათა შორის, ბრეივიკის მანიფესტში საქართველოცაა ნახსენები, იგი საქართველოს პატარა ქრისტიანულ ქვეყნად იხსენიებს....რომელსაც "შაჰ-აბასი ჩაგრავდა". ბრეივიკი თავის მანიფესტში აღფრთოვანებას არ მალავს ვლადიმერ პუტინის პერსონით და ამ "უნარიანი ლიდერის" გაცნობის სურვილს გამოთქვამს. ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდრეს ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა.ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იგი ნორვეგიაში ყველაზე ძვირადღირებული პატიმარია.მისი შენახვა ხაზინას წელიწადში 850 ათასი დოლარი დაუჯდება. ბრეივიკი სასჯელს იხდის ნორვეგიის ციხე-"ილაში".მას გამოუყვეს სამი ოთახი: საძინებელი, კაბინეტი და სავარჯიშო ოთახი. პატიმარი უკმაყოფილოა "მკაცრი რეჟიმის" გამო, რომელიც ზღუდავს მის უფლებებს .(ნეტა თუ ახსენდება ის 77 ახალგაზრდა, რომლებსაც სიცოცხლის უფლება წაართვა?). პატიმარი უსამართლობად თვლის იმ ფაქტს, რომ არ მისცეს ახლახან გარდაცვლილი დედის დაკრძალვაზე წასვლის უფლება, არა აქვს წვდომა ინტერნეტთან .კვების ხარისხიც არ აკმაყოფილებს(ცივი ყავა და გაყინული კარაქი).მისი ადვოკატი იმედოვნებს რომ მალე ბრეივიკს სასჯელის მოხდის მსუბუქ რეჟიმზე გადაიყვანენ. აი როგორ გამოიყურება ბრეივიკის ციხის საკანი.თავად განსაჯეთ...imageimageimage




6
129
შეფასება არ არის
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
129
  
2013, 31 მაისი, 11:50
გულაობს ტიპი და კიდე პრეტენზიები აქვს :D
2013, 29 მაისი, 0:19
მეც მაგ აზრზე ვარ,დაისვენებს ცოტას დამერე რას მოიფიქრებს კიდევ ღმერთმა იცის
2013, 28 მაისი, 22:49
ეს ჩვენთან უნდა ჩაესვათ ციხეში და ნახავდა როგორია მკაცრი პირობები :D :D
2013, 28 მაისი, 22:02
ნერვები მომეშალა.....მერე კიდევ იტყვიან, სიკვდილით დასჯა არაჰუმანურიაო.:( ცეცხლზე უნდა დაეწვათ ნელ-ნელა.
2013, 28 მაისი, 16:49
6 კაციანი მაგიდა რად უნდა, სტუმრებს ღებულობს ხოლმე?
2013, 28 მაისი, 16:48
ბრეივიკი დაცენტრილია ხო?
0 1 6