x
image
cxvedo
10 საუკეთესო კუნძული
ამჯერად შემოგთავაზებთ 2010 წლის 10 საუკეთესო კუნძულს.


პირველი ადგილი: ანგვილა (ბრიტანეთის უცხოური ტერიტორიები)


Anguilla


აქ ნამდვილი ედემის ბაღია: ველური ბუნება, თეთრი ქვიშის სანაპირო, კამკამა, ბროლლივით გამჭვირვალე წყალი, ... ბუნების ეს ულამაზესი ქმნილებას არავის ტოვებს გულგრილს.



მეორე ადგილი: ანტიგუა (კუნძული კარიბის ზღვაში)


Antigua


ანტიგუა ესპანეთის კოლონია იყო მეთხუთმეტე საუკუნეში. მისი სახელიც ძველი ესპანური ენიდანაა და სრულყოფილებას ნიშნავს. კუნძული ცნობილია ახალდაქორწინებულებისთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილის სახელით.


მესამე ადგილი: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები


British Virgin Islands


ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ცნობილია BVI (British Virgin Islands) აბრევიატურით. ფირუზისფერი წყალი და ეგზოტიკური პლაჟები მისი სიამაყეა. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ტურისტების საყვარელი ადგილია. აქ იდეალური პირობებია თევზაობისთვის, იალქანსპორტისთვის და წყალქვეშ მოგზაურობისთვის.


მეოთხე ადგილი: კიურასაო


Curacao


კუნძული კიურასაო უფრო მეტ ბიზნესმენს მასპინძლობს, ვიდრე ტურისტს და ეს მასზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და ფინანსური მომსახურების ცენტრების დამსახურებაა.


მეხუთე ადგილი: დომინიკის რესპუბლიკა


Dominican Republic


დომინიკის რესპუბლიკა (ასე ეწოდება კუნძულს) ყურადღებას თავისი წყლის ატრაქციონებით იქცევს. 1000 მილზე გადაჭიმული ულამაზესი პლაჟები დამსვენებელთა ნაკლებობას არასდროს არ უჩივის.


მეექვსე ადგილი: გრენადა (კუნძული და სახელმწიფო ატლანტის ოკეანეში)


Grenada


გრენადა ერთერთი ყველაზე სანახაობრივი კუნძულია. ბუნებამ ეს კუნძული ოქროს პლაჟებით, ბროლივით გამჭვირვალე წყლით, ულამაზესი მწვანე მთებითა და არომატული მცენარეებით დააჯოლდოვა. კუნძული ცნობილია მეტსახელით - "სანელებელი" (Spice). კუნძული ცნობილია საოცარი კარნავალით, რომელსაც შემოდგომაზე აწყობენ.


მეშვიდე ადგილი: იამაიკა


Jamaica


იამაიკის ბუნებრივი, ულამაზესი პლაჟები მსოფლიოშია ცნობილი. მისი მრავალფეროვანი სამზარეულოდან განსაკუთრებით ცნობილი კერით შეკაზმული თხის ხორცი და ქათმის გამოყვანილი ხორცია.


მერვე ადგილი: წმინდა ლუსია


St. Lucia


წმინდა ლუსიას კუნძული ცნობილია გაუჩერებელი, სასიამოვნო ნიავით, თეთრი ქვიშებითა და ოკეანის ლამაზი ტალღებით. აქ იდეალური ადგილებია იალქანსპორტისთვისა და წყალქვეშ ცურვისთვის.


მეცხრე ადგილი: წმინდა ვინსენტი და გრენადინები (ვულკანური კუნძულები ატლანტის ოკეანეში, მალის არქიპელაგში)


 St. Vincent and the Grenadines


ულამაზესი კუნძულები, რომლებსაც ოდესღაც მეზღვაურები აფარებდნენ თავს. შემდეგ კი Mick Jagger-მა და David Bowie-მ საკმაოდ ბევრი მუსიკალური კლიპი გადაიღეს მის ულამაზეს პლაჟებზე.


მეათე ადგილი: პუერტო-რიკო


Vieques,  Puerto Rico


პუერტო-რიკოს ერთერთი ყველაზე ლამაზი პლაჟები Vieques-ია. ეს ველური პლაჟები გულგრილს არ ტოვებს არავის. იგი 40 მილის მანძილზეა გადაჭიმული.


იმედია, სასიამოვნო მოგზაურობა შემოგთავაზეთ მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში.


3
720
15-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
720
  
2013, 27 მაისი, 22:46
ესენი საუკეთესოებია, რადგან ბუნებრივად არიან ასეთები :)
2013, 27 მაისი, 22:44
"10 ყველაზე ლამაზი კუნძული". საუკეთესო უფრო ზოგადი დასახელებაა. მართლაც ლამაზი ადგილებია. აბა რა სჯობს მანდ მოხვედრას.:)
2013, 27 მაისი, 22:24
ძალიან მაგარია...
0 1 3