მოგზაურობა 10 საუკეთესო კუნძული 2013, 27 მაისი, 22:10 ამჯერად შემოგთავაზებთ 2010 წლის 10 საუკეთესო კუნძულს.
პირველი ადგილი: ანგვილა (ბრიტანეთის უცხოური ტერიტორიები) აქ ნამდვილი ედემის ბაღია: ველური ბუნება, თეთრი ქვიშის სანაპირო, კამკამა, ბროლლივით გამჭვირვალე წყალი, ... ბუნების ეს ულამაზესი ქმნილებას არავის ტოვებს გულგრილს. მეორე ადგილი: ანტიგუა (კუნძული კარიბის ზღვაში) ანტიგუა ესპანეთის კოლონია იყო მეთხუთმეტე საუკუნეში. მისი სახელიც ძველი ესპანური ენიდანაა და სრულყოფილებას ნიშნავს. კუნძული ცნობილია ახალდაქორწინებულებისთვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილის სახელით. მესამე ადგილი: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ცნობილია BVI (British Virgin Islands) აბრევიატურით. ფირუზისფერი წყალი და ეგზოტიკური პლაჟები მისი სიამაყეა. ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები ტურისტების საყვარელი ადგილია. აქ იდეალური პირობებია თევზაობისთვის, იალქანსპორტისთვის და წყალქვეშ მოგზაურობისთვის. მეოთხე ადგილი: კიურასაო კუნძული კიურასაო უფრო მეტ ბიზნესმენს მასპინძლობს, ვიდრე ტურისტს და ეს მასზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და ფინანსური მომსახურების ცენტრების დამსახურებაა. მეხუთე ადგილი: დომინიკის რესპუბლიკა დომინიკის რესპუბლიკა (ასე ეწოდება კუნძულს) ყურადღებას თავისი წყლის ატრაქციონებით იქცევს. 1000 მილზე გადაჭიმული ულამაზესი პლაჟები დამსვენებელთა ნაკლებობას არასდროს არ უჩივის. მეექვსე ადგილი: გრენადა (კუნძული და სახელმწიფო ატლანტის ოკეანეში) გრენადა ერთერთი ყველაზე სანახაობრივი კუნძულია. ბუნებამ ეს კუნძული ოქროს პლაჟებით, ბროლივით გამჭვირვალე წყლით, ულამაზესი მწვანე მთებითა და არომატული მცენარეებით დააჯოლდოვა. კუნძული ცნობილია მეტსახელით - "სანელებელი" (Spice). კუნძული ცნობილია საოცარი კარნავალით, რომელსაც შემოდგომაზე აწყობენ. მეშვიდე ადგილი: იამაიკა იამაიკის ბუნებრივი, ულამაზესი პლაჟები მსოფლიოშია ცნობილი. მისი მრავალფეროვანი სამზარეულოდან განსაკუთრებით ცნობილი კერით შეკაზმული თხის ხორცი და ქათმის გამოყვანილი ხორცია. მერვე ადგილი: წმინდა ლუსია წმინდა ლუსიას კუნძული ცნობილია გაუჩერებელი, სასიამოვნო ნიავით, თეთრი ქვიშებითა და ოკეანის ლამაზი ტალღებით. აქ იდეალური ადგილებია იალქანსპორტისთვისა და წყალქვეშ ცურვისთვის. მეცხრე ადგილი: წმინდა ვინსენტი და გრენადინები (ვულკანური კუნძულები ატლანტის ოკეანეში, მალის არქიპელაგში) ულამაზესი კუნძულები, რომლებსაც ოდესღაც მეზღვაურები აფარებდნენ თავს. შემდეგ კი Mick Jagger-მა და David Bowie-მ საკმაოდ ბევრი მუსიკალური კლიპი გადაიღეს მის ულამაზეს პლაჟებზე. მეათე ადგილი: პუერტო-რიკო პუერტო-რიკოს ერთერთი ყველაზე ლამაზი პლაჟები Vieques-ია. ეს ველური პლაჟები გულგრილს არ ტოვებს არავის. იგი 40 მილის მანძილზეა გადაჭიმული. იმედია, სასიამოვნო მოგზაურობა შემოგთავაზეთ მსოფლიოს ულამაზეს ადგილებში. 722 15-ს მოსწონს
|