მამუკა ღლონტი სარისკო ნაბიჯს დგავს, თუმცა. . .
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია?
თავის დროზე ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი მესაჭე და პირველი მუსიკალური არხის და გასართობი პროექტების მამა - მამუკა ღლონტი სენსაციურ (!) განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ სულ მალე ეთერში გაუშვებს “მუსიკალურ მაესტროს” სადაც მხოლოდ (!) ქართული მუსიკა და ქართული კლიპები იტრიალებს, რაც რათქმაუნდა საფუძველი იქნება მიძინებული შოუ-ბიზნესის მეტი გააქტიურებისკენ... თუმცა...
მას შემდეგ რაც საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის “საუკეთესო პროდუსერის” ნომინაციის მფლობელმა ეს ბიზნესი დატოვა და შედარებით მომგებიან ბიზნესში - პოლიტიკაში გადაერთო, არცთუ ისე დიდი, მაგრამ არცთუისე ცოტა დრო გავიდა იმისთვის, რომ ანალიზის გაკეთება არ ღირდეს,
რადგან მაშინ როცა მამუკა “მაესტროზე” წარმატებულ მუსიკალურ პროექტებს აკეთებდა არ არსებობდა - ინტერნეტი (იმ დოზით, რა დოზითაც ის არის ახლა ხალხის ყოველდღიურობაშია გამჯდარი), არ არსებობდა - საავტორო უფლებების დაცვის მყარი გარანტიები (მაშინ, როცა ახლა ყველა ამით ცდილობს 2 კაპიკის გაკეთებას), არ არსებობდა - ამდენი სატელევიზო და მუსიკალური ტელე-შოუ (მაშინ, როცა ახლა თითქმის ყოველკვირეულად პოპულარული თოქ-შოუებია სადაც აპიარებენ ქართველ ვარსკვლავებს)... და კიდევ ბევრი რამ.....
მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ქართული მუსიკალური კლიპებით გაჯერებული ტელევიზის გახსნა უეჭველი სტიმული იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების წინ ამით სუნთქავდა და და შრომისნაყოფიერებაც ზეამაღლებული ქონდა, ისინი მიხვდებიან და მიეცემათ სტიმული, რომ მათ შრომას რაღაც აზრი კვლავ შეიძლება ქონდეს, თუ ისინი იმას შესთავაზებენ რაც მაყურებელს მოეწონება.