x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137388
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
ექსკლუზიური ინტერვიუ პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიასთან
ირაკლი ლომაია ქალაქ ოტავაშიგთავაზობთ საზღვარგარეთ მცხოვრები პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას მეტად საინტერესო ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც ჩვენსმიერ დასმულ საკმაოდ მწვავე კითხვებს პასუხობს, ინტერვიუში წაიკითხავთ მისი წარსული და ამჟამინდელი ცხოვრების და საქმიანობის შესახებ, ასევე იგი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოების ნაწილს მის მიმართ გააჩნია.


-- ირაკლი დავიწყოთ თავიდან, საზოგადოებამ გაგიცნოთ როგორც პარაფსიქოლოგი, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა დავადებებისგან კურნავდა, გარკვეული დროის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა თქვენს მიმართ და განაცხადა, რომ მათ ატყუებდით და ფულებს სძალავდით, რას უპასუხებთ ამ ადამიანებს?


-- ადამიანი როდესაც საზოგადოებაში მოღვაწეობ საჯაროდ და მითუმეტეს იმ პროფესიაში ხარ რომელის ხალხმა არ იცის ბუნებრივია ყოველთვის არსებობენ და იარსებებენ ის გამონაკლისი პიროვნებები, რომლებიც ვერ გაიგებენ ან არ გაგიგებენ იმიტომ, რომ მათ ეს ასე სურთ. მსგავსი შემთხვევები არა მარტო ჩემს სფეროში არამედ ზოგადად ყველა სფეროში ხდება, კონკრეტულად შემიძლია დავასახელო სულ რაღაც 4 ადამიანი ვინც გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ მე ირაკლი ლომაიამ ვერ მიშველაო, მაგრამ ის არ თქვა რატომ ვერ ვუშველე და მან ზედმიწევნით ისე შეასრულა თუ არა სპეციალისტის დავალება როგორც უნდა შეესრულებინა. ასეც, რომ ყოფილიყო მე ღმერთი არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები, მე ირაკლი ვარ ლომაია, რომლის ძალაუფლებაში მეცნიერული მიღწევებია და არა სასწაულებრივი განკურნება. კლასიკურ მედიცინაში უდიდეს ქირურგებს პაციენტებიც კი უკვდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კვალიფიცირებული მაღალი რანგის სპეციალისტები არ არიან. რაც შეეხება იმ ხალხს ვინც საჯაროდ გამოვიდა ჩემს გასალანძღად, მათი მიზანი სწორედ ჩემი სახელის შელახვა იყო რადგან პაციენტი, რომელიც სპეციალისტზეა უკმაყოფილო ჯერ ამავე სპეციალისტთან მივა და სთხოვს ვითარების გარკვევას და მერე ირბენს ტრანსპარანტებით ხელში მე მან არ მიშველაო. მე ყველა ადამიანს ვურჩევ ჩაიხედონ თავიანთ ხელშეკრულებაში და კარგად გაერკვიონ პარაფსიქოლოგიური მეცნიერების დებულებებს როცა მოსვლისთანავე გააფორმეს ჩვენს კლინიკასთან.


ირაკლი ლომაია ქალაქ ოტავაში

-- ამჯერად არ ხართ საქართველოში და იმყოფებით კანადაში, რას მოღვაწეობთ თუ საიდუმლო არ არის? თქვენი საქართველოში არყოფნის გამო უამრავი ხმა გავრცელდა თითქოს ქვეყნიდან გაიქეცით.


-- მსგავს ხმებს ისევ ის ადამიანები ავრცელებენ ვისაც ძალიან სურს ჩემი რეპუტაციის შელახვა. რაც თავი მახსოვს ჯერ კიდევ 2007 წლიდან რამდენჯერ ქვეყნიდან საქმიანი ვიზიტით გავსულვარ სულ გაიქცაო იძახიან და რატომ იძახიან ამას ვერ ვხვდები და არც მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საქმე და არ მაქვს დრო იმისთვის, რომ ბოროტ ხმებს ყურადრება მივაქციო, მათ სხვა არაფერი შეუძლიათ გარდა იმისა, რომ წესიერ და კეთილ ადამიანებს ბოროტი ხმები გაუვრცელონ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს დიახ მე კანადაში ვარ და ძალიან ბევრი საქმეც მაქვს, აბა რომელი

რეანიმაციაში

ერთი დაგისახელოთ?კონკრეტულად ვმოღვაწეობ როგორც ჩემი პარაფსიქოლოგიური საქმიანობით (ვარ ამერიკული

სამსახურშისაერთაშორისო პარაფსიქოლოგიური აკადემიის ერთერთი წამყვანი სპეციალისტი) ასევე კლასიკურ მედიცინაში (ვმუშაობ ქალაქ ოტავის ცენტრალური ემერჯენსის-სასწრაფო გადაუდებელ ბუმბერაზ კლინიკაში სადაც გახლავარ პირველი ხარისხის მუცლის ღრუს ქირურგის მთავარი ასისტენტი) და გარდა ამ საქმიანობისა ვარ სულ ახლახანს გახსნილი კანადური საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი Charity Fund Ca&Ge-ს ერთერთი მართველი დირექტორი, რომელიც სწორედ, რომ საქართველოში ქართველი საზოგადოების დასახმარებლად შეიქმნა. გაგიკვირდებათ და ზემოთჩამოთვლილი ყველა რთული და მეტად საყურადღებო საქმიანობის გარდა კიდევ მრჩება დრო და შეძლებისდაგვარად

განტვრითვის მიზნით დავდივარ Canadian Dance studio-ს ლათინო- ამერიკულ აკადემიაში სადაც საკმაოდ კარგად ვცეკვავ და ამავე დროს ვარ ამ აკადემიის წარჩინებული მოხალისთა წევრი, მართალია ჩემი პროფესია არ არის, მაგრამ განტვირთვის მიზნით ძალიან მეხმარება მსგავსი ცეკვები ჯანსაღი ცხოვრების მართვაში და უკვე რამოდენიმე ჯილდოებიც კი დავიმსახურე, ასევე ხშირ

ად ვსტუმრობ გოლფის ცენტრს სადაც ძალიან სასიამოვნოდ ვატარებ დროს და აქვე არსებულ ღია საცურაო აუზში დღის ბოლოს აუცილებლად ვეშვები. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ის მცირედი ჩამონათვალია, თუ რას ვმოღვაწეობ მე აქ

და მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე საქართველოში თურმე ძალიან ბოროტი ხმები დადის რათქმაუნდა მე ეს არ მაშინCanadian Dance studioებს და მინდა ყველა იმ ადამიანის გასაგონად ვთქვა ერ

თი მეტად საინტერესო ფრაზა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და უხდება დღევანდელი ცხოვრების სტილს, ''ძაღლი ყეფს და ქარავანი მაინც მიდის'' - ხო და იყეფონ იმ ბოროტმა საზოგადოებამ ვისაც ჩემი წარმატება არ უხარია და ჩემმა ქარავანმა იაროს წინ.ირაკლი ლომაია ღია საცურაო აუზში

ირაკლი ლომაია გოლფის სათამაშო მოედანზე

-- მოკლედ, რომ ავხსნათ პარაფსიქოლოგიის ფენომენი, როდის აღმოაჩინეთ ეს თვისება თქვენში?


-- უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა და ბევრი განვანათლო ამ სფეროში, ის ადამიანები ვინც ვერ არჩევენ ნამდვილი პარაფსიქოლოგიის ჭეშმარიტებას მკითხავებში. პარაფსიქოლოგია მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ენერგეტიკულ ველებს, მის დადებით და უარყოფით მხარეებს იკვლევს, თუ სად არის აქტიური ან ნაკლებად აქტიური ველები, ხსნის ადამიანის ორგანიზმში ვერბრიდულ (უარყოფითი ზემოქმედების ფორმებს)სტრუქტურებს და ყოველივე აქიდან გამომდინარე თუ ხდება რეორგანულ დეიზონში (ჩაკრები, აურა, კარმული არხები და სხვა)მაღალი ან დაბალი სიხშირით იმპულსები მას არეგულირებს, რომლის შემდეგ ახდენს, ფიზიკური და მენტალური სხეულების დისბალანს, იკვლევს თუ სად არის დაავადების გამომწვევი მიზეზი, რა ფორმებშია უკვე არსებული დაავადება და ასკვნის როგორი მიმართულების უნდა უშველოს და უმკურნალოს პაციენტს. ამ მეცნიერების ასე მოკლედ გადმოცემა ძალიან რთულია და იმ საზოგადოებას რომელიც პარაფსიქოლოგია მკითხაობაში ვერ განურჩევია უბრალოდ სირცხვილია 21 საუკუნეში თავიანთ უცოდინრობას ავლენდნენ. რომელიმე ადამიანი თუ მოიძებნება, რომელიც ჩემს კლინიკაში მოსულა და მე პირადად მისთვის მიმკითხავებია მაშინ ჩამქოლეთ!!!... მაგრამ ის დამოკიდებულება, რომ ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით გამოიწვია სწორედ ახალბედა ვითომ პარაფსიქოლოგებმა, რომლებიც აცხადებენ და დიდი ამბიციები აქვთ ამავე საქმეში, რომლებთანაც მიხვალთ თუ არა ყავას, კარტს ან სხვა მჩხიბავურ ინსტრუმენტებით ცდილობენ ადამიანების დაბოლებას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჭეშმარიტი პარაფსიქოლოგიისგან მსგავსი ქმედებები ძალიან შორს არის. ეს არ არის თვისება, ეს პროფესიაა რომელიც მე გერმანიაში დავამთავრე, კერძოდ ბერლინში ''შტაოს'' სამეცნიერო პარაფსიქოლოგიურ უნივერსიტეტში სადაც ასევე გავიარე:

1.2000/2002წწ - წარჩინებით დავამთავრე ქ. თბილისის საერო სამედიცინო უნივერსიტეტი ''მეტეხის'' სამკურნალო ფაკულტეტი.

2. 2002/2005წწ - დავამთავრე ''შტაოს'' პარაფსიქოლოგიური უნივერსიტეტი. მომენიჭა ბაკალავრის უმაღლესი ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში - ბერლინი, გერმანია.

3. 2005/2006წწ - დავამთავრე ''შტაოს'' პარაფსიქოლოგიური აკადემია, მომენიჭა მეცნიერებათა დოქტორის წოდება - ფსიქოლოგიის დარგში - ბერლინი, გერმანია.

4.2006/2007წწ- დავინიშნე ''შტაოს''პარაფსიქოლოგიური აკადემიაში წამყვან სპეციალისტად სადაც დავიცავი ხარისხი და მომენიჭა პროფესორის წოდება -ბერლინი გერმანია. სხვა მიღწევებს არ ჩამოვთვლი, რადგან ძალიან შორს წავალთ და თქვენი აზრით ყოველივე ეს იმისთვის ვიწვალე, დღე და ღამეს იმისთვის მქონდა გაერთიანებული, რომ მერე თბილისში დავმჯდარიყავი და მკითხაობა დამეწყო? ეს ხომ სასაცილოა სატირალი, რომ არა?... ან რა მჭირდა საამისო, როცა ამხელა უნივერსიტეტში უკვე ჯერ კიდევ მცირე ასაკში უდიდეს წარმატებებს ვაღწევდი? ..


-- თქვენ მჩხიბავები ახსენეთ, პრესის არქივს თუ გადავხედავთ რამოდენიმე გამოცემა მიზანმიმართულად გიწოდებდათ მჩხიბავს და ჟურნალისტის მხრიდან საკმაოდ აგრესიული სტატიები იბეჭდებოდა თქვენი მისამართით, რამ განაპირობა ის რომ ჟურნალისტი რომელიც შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი უნდა იყოს ასეთი ხასიათის სტატიებს წერდა თქვენზე? და ზოგადად როგორი ურთიერთობა გაქვთ ქართულ მედიასთან?


-- ის ჟურნალისტი რომელიც ადრე ჩემზე წერილებს წერდა დღეს ვერ დაწერს მსგავს წერილებს გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე და ეხლავე გეტყვით რატომაც. პირველი იმიტომ, ვერ დაწერს, რომ ჩვენი საქმე სასამართლოში იყო და სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე მხარეს მოგვეთხოვება შევწყვიტოთ ერთმანეთის ლანძღვა და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც საქართველოში ჩემზე ასე ვიტყვი უხეშად - ვისაც გაუსწორდებოდა და რაც გაუსწორდებოდა მაგას წერდნენ ეხლა ამას ვერ გააკეთებენ იმიტომ, რომ ირაკლი ლომაია დღეს უკვე არ არის იმ დაქცეული ქვეყნის მოქალაქე სადაც მის უფლებებს კანონი არ დაიცავს, არამედ დღეს მე ვარ კანადის სრულუფლებიანი პერმამენტ რეზიდენტის (მუდმივი ცხოვრების უფლების) მფლობელი პირი და საკმარისია ვნახო ვინმემ ჩემზე არაობიექტურად დაწერა, რამე ჩავთვლი, რომ დიდ შარში გაყო თავი, რადგან კანადა სწორედ ის ქვეყანა რომელსაც თუნდაც ერთი თავისი მოქალაქის უფლების შელახვის გამო ომი შეუძლია გამოუცხადოს მეორე ქვეყანას, ეხლა კი თქვენ დაფიქრდით თუ რა პრობლემები შეექმნება იმ ადამიანს, ვინც ლომაიაზე არაობიექტურად რამეს დაწერს. რაც შეეხება დამოკიდებულებას თუ რა განწყობა ააქვთ არც ეს მანაღვლებს დიდად, რადგან მაგათშიც იყვნენ ოდითგანვე ჭეშმარიტი ჟურნალისტები, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ და ასევე იყვნენ ვინც არაობიქტური და უპასუხისმგებლო არიან და ამ მხრივ არამგონია მანდ რამე უკეთესობისკენ შეცვლილიყო. ეს მათი პრობლემა და არა ჩემი. მე არავის ვეხვეწები რამე დაწერეთ ჩემზეთქო და ყველას ურჩევ თუ რამის დაწერა უნდათ, თუნდაც იყოს მწვავე და კრიტიკული კეთილი ინებონ და კომენტარზე მე დამეკითხონ, იქნება და რისი თქმა მსურს მეც?!.. და თუ ამას არიზამენ რაც მოუათ მერე თავიანთ თავს დააბრალონ!!!.. მე არ ვზღუდავ არავის უფლებებს და თუ ჩემი შეზღუდეს, რათქმაუნდა პასუხს ვაგბინებ!!!..ამ ხელმოწერით ირაკლი ლომაიას მიენიჭა კანადაში  სრულუფლებიანი,  მუდმივი ცხოვრების საპატიო წოდება .
-- მინდა შევეხო თქვენი და კვირის პალიტრის ყოფილი ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის დაპირისპირებას, რას იტყვით ამ თემაზე?


-- არაფრის თქმას არ ვაპირებ, რადგან წარსულს არასოდეს მივსდევ უკან და ყველაფერს მომავლის იმედით ვაკეთებ, რომელიც ხუთიანზე გამომდის და დღეს როცა უზრუნველყოფილი, მშვიდი და ლაღი ცხოვრება მაქვს, დღეს როცა ძალიან წარმატებული, დაფასებული და ბევრისთვის ისევ სასურველი ვარ, რატომ უნდა ვიფიქრო წარსულზე? წარსულზე ფირობენ ინკვიზირებული ხალხი, რომლებსაც მომავლის განვითარებაში იმედიანი პერსპექტივების იმუნიტეტი არ ესახებათ, ზიან და სხვებს აკრიტიკებენ. ჩემი საქმე ეგ არაა, არამედ მე შემოქმედებითად უნდა გავიზარდო, უკვე დავიწყე ჩემი მეორე წიგნის სამეცნიერო დარგში მუშაობა და დღეს როცა დიდი მიღწევების რეალურ შესაძლებლობას კანადა მაძლევს დროს არ ვხარჯავ გავლილი ცხოვრების ბოროტ ხმებზე და მითუმეტეს ბოროტ ადამიანებზე. არ უნდოდით? არ ვჭირდებოდი საკუთარ ხალხს? არ ვაკეთებდი მათვის სიკეთეს? ხო და გამიგია ''სადაც არა სჯობს მანდ გაცლა სჯობსო'' - წამოვედი და იქ ვარ სადაც ვუნდივართ, სადაც მაფასებენ და სადაც გაცილებით ბევრს მიხდიან ჰონორარს ვიდრე ეს იყო საქართველოში, ასე რომ აქ მაინც დამასვენონ და ყველამ თავისი საკეთებელი აკეთოს. მე კი ჩემს საკეთებელს ვაკეთებდი და კიდევ გავაკეთებ ბევრს და ამით დაუმტკიცებ ქართველ ერს, რომ მათვის სამარცხვინო არასოდეს ვიყავი!!!..


-- ნაწილი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი თქვენი წიგნის სამეცნიერო ნაშრომის ''სიცოცხლის წყურვილის'' შესახებ რომელის გრანდიოზული პრეზენტაციაც დიდხანს ახსოვდა თბილის, როგორც თქვით უკვე მუშაობთ მეორე ტომზე, მოდით მცირედი ინფორმაცია უთხრათ თქვენი შემოქმედების შესახებ ადამიანებს, მათ ვისაც აინტერესებს ეს სფერო.


-- დიახ ამ წიგნმა ძალიან დიდი წარმატება მომიტანა. ეს არის სამეცნიერო ნაშრომი კარმულ დიაგნოზტიკაზე სახელწოდებით ''სიცოცხლის წყურვილით'' I- ტომი, სადაც დეტალურად არის ახსნილი ბევრი საინტერესო რამ რაც ეხება ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგიას და საერთოდ სხვადასხვა პარანორმალურ საკითხებს, რომლის წყალობით სწორედ ზემოთ ვახსენე ირაკლი ლომაიას წიგნის პრეზენტაციის დღე
გერმანიაში პროფესორის წოდებაც კი მომანიჭეს. სამწუხაროდ უკვე აღარ არის გაყიდვაში, რადგან როცა გამოვეცით ძალიან დიდი ტირაჟი ჰქონდა 80.000 და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდ აიყოს სულ გაიყიდა (ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ ხალს ეს

ირაკლი ლომაიას წიგნის პრეზენტაციის დღე

ეხლა უკვე მაქვს მეორე ტომზე შეკვეთა აღებული და ვნახოთ რა გამომივა, ვფიქრობ არანაკლებ საინტერესო გამოვა მეორე ტომიც. სფერო ძალიან იზიდავს და აინტერესებს) მე კი მხოლოდ ერთი დამრჩა, რომელიც გაგეცინებათ და თავად ვიყიდგრანდიოზული პრეზენტაციის დაწყებამდე ასე გამოიყურებოდა დარბაზი
ე ერთერთ მაღაზიაში, მერე კი დამატებითი ტირაჟი არ გამომიცია, რადგან წიგნი ექსკლუზიურად ნორვეგიის პარაფსიქოლოგიური კვლევების აკადემიამ (სამეცნიერო საბჭომ) იყიდა და ამზადებს გამოსაცემად ინგლისურ და ყველა სკანდინავიურ ენებზე, რომელიც ალბათ სავარაუდოდ 2015/16წწ სრულიად ყველა სკანდინავიის ქვეყნებში, ქსელში ჩავა გასაყიდად.


ირაკლი ლომაიას წიგნის პრეზენტაციის დღე

-- მინდა ორი სიტყვით დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზეც შეგეკითხოთ, ადევნებთ თუ არა თვალს ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს და რა შეფასებას გააკეთებდით ახალ ხელისუფლებაზე?


-- საერთოდ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიყავი და ვარ დღესაც, მაგრამ ბუნებრივია ვარ ქართველი და გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე. მინდა თუ არ მინდა როცა სოციალურ ქსელებზე შევდივარ ლამისა საითაც გავიხედავ ყველგან პოლიტიკაზე საუბრობენ. მე არ ვაპირებ არავის ლანძღვას, მითუმეტეს როცა პოლიტიკა ჩემი საქმე არაა, არ ვარ ის ადამიანი ვინმე ვლანძღო. აქვე დავაფიქსირებ იმ პოზიციას, რომ ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც მყავდა და მყავს დღემდე უამრავი მეგობარი და აჯობებს ისევ თავიანთი შემოღებული კოჰაბიტაციით მოაგვარონ შიდა ურთიერთობები.. ასევე არ შემიძლია არ ვთქვა ის უხერხული გარემოებები რომელმაც მე პირადად აქ დიდი სირცხვილი მაჭამა და ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება. სამსახურში როდესაც საინფორმაციო იწყება მუდამ მიჩნდება იმის სურვილი, რომ სადმე დავიმალო, რადგან სულ შიშით ვარ არიქა ისევ საქართველოზე რამე ცუდი არ ანახონ და ისევ არ გავილანძღოთქო. 17 მაის, რომ საშინელი და მარაზმული მოვლენები განვითარდა ყველა ჩემსკენ იშვერდა ხელს და ამბობდნენ აი ეს არის იმ ქვეყნიდანო. მრცხვენია უკვე რამდენჯერ რამე ხდება ყველა ჩემსკენ იშვერს ხელებს. მორჩეს ეს დამოკიდებულება და მინდა, რომ ჩემი ქვეყანაც ისეთივე უზრუნველყოფილი და წარმატებული იყოს როგორიც კანადაა, ისევე უყვარდეს საზოგადოებას ერთმანეთი როგორც აქ ხდება და ისეთივე კოჰაბიტირებული თანაცხოვრება იყოს როგორც ეს აქ ხდება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის არ შეიძლება?


-- გკითხავთ საქველმოქმედო ფონდზე, რომელიც კანადაში შეიქმნა ქართველთა დასახმარებლად, რას გვეტყვით ამ ფონდის შესახებ? და აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას თუნდაც დროებით?


-- მე ვფირობ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა, ამით უნდა დაგვეწყო დიალოგი. სწორედ, რომ ეს ფონდია თუნდაც იმის დასტური, რომ ირაკლი ლომაია არ არის ბოროტი და მაშინ როდესაც უკვე სხვა ქვეყანაში უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს ისევ თავის სამშობლოზე და ხალხზე ზრუნავს. ჩვენ სამმა ქართველმა კეთილმა ადამიანმა, რომლებიც ამ ქვეყანაში ემიგრანტები ვართ, მედეა ელიკაშვილი და ნინო მჭედლიშვილი დავინიშნეთ კანადური საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დირექტორებად. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ იმ ხალხს ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება, ვინც სოციალურად დაუცველია და ვისაც ვერ ან არ ეხმარება დღეს საქართველოს მთავრობა. უამრავი მოხუცი, ბავშვი თუ მრავალშვილიანი საზოგადოებაა ქუჩაში (თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენ ოფიციალურ გვერდებს სადაც ჩვენი ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებულ სულისშემკვრელ კადრებს ნახავთ თუ რა ხდება დღეს რეალურად საქართველოში: www.cagecharity.com ან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე www.facebook.com/cagecharity )უამრავი ავადმყოფი და უამრავი უსახლკაროა და ეს ადამიანები იმსახურებენ სითბოს და სიყვარულს, ამ ადამიანებს ყურადრება, პატივისცემა სწყურიათ და ჩვენ თუ შევძლებთ თუნდაც მინიმალურით ჩვენი მადლიანი წვლილი შევიტანოთ საზოგადოებაში ამას რა ჯობია?!.. ჯერ ფონდი ერთი თვეც არ არის რაც დაარსდა და ნეტავ იცოდეთ რამდენი ადამიანი მირეკავს პირადად და როგორ მეფერებიან და მლოცავენ. მხოლოდ ამ ადამიანების ლოცვა დაგვეხმარება იმაში, რომ ღირსეულად წავრსდგეთ იმ ხალხის წინაშე ვისაც მართლა სჭირდება ეს. მე ძალიან მიკვირს ერთი რამ, რა უნდა გავაკეთოთ ბატონო იმაზე ღირსეული და საინტერესო ან დასაფასებელი ამაზე მეტი, რომ საზოგადოების უვიც ნაწილს არ ეგონოს ლომაია შარლატანი? და თუ ეს ვინმეს ასე უნდა მაშინ კეთილი ინებოს მე ფეხი-ფეხზე გადადებული გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას და თვითონ თავისი ჯიბიდან ამოიღოს ფულები და დამიპუროს ყველა ის ხალხი რომელიც მე ჩამოვთვალე და მერე მაკრიტიკოს რამდენიც უნდა!!!.. მე მიყვარდა და მეყვარება ჩემი სამშობლო, მანდ უამრავი კეთილის მსურველი ადამიანები დავტოვე და ჩემი სული მანდ არის, მაგრამ როცა ვხედავ, რომ აქ უფრო მეტი შემიძლია მათვის ისევ ჯობია, რომ აქ დავრჩე... რაც შეეხება დაბრუნებას დროებით მე სულ დავდივარ მართლა გაქცეული კი არ ვარ როგორც ამბობენ ბოროტი ენები, ეხლა ერთი წელია გამიგრძელდა საქმეები და ვერ ჩავედი, აქ ჩემს ნებაზე არ მიშვებენ, როცა საქმეს ვკიდებ ხელს მაქსიმალურად დაძაბული ვარ, ვშიშობ არაფერი შემეშალოს მაინც უცხო ხალხია და ყველაფერი სხვანაირად ან სხვა კუთხით უნდა მიეწოდოს, ეს საზოგადოება ჩვენსავით არ ფიქრობს და მეც ვცდილობ ფეხი აუწყო მათ ცხოვრებას. საქართველოში კი აუცილებლად უნდა გაიხსნას ჩვენი ფონდის ფილიალი, რომლის დოკუმენტაციის დამტკიცება თურმე იუსტიციის კომპეტენციაში შედის, მე უკვე ვესაუბრე ოფიციალურ პირებს და ამიხსნეს რა დოკუმენტებს ითხოვენ კანადური მხარისგან, ამ დეტალებს ყველაფერს რომ მოვაგვარებთ მერე საბჭოზე შევა საკითხი სადაც გადავწყვეტთ საქართველოში დელეგაციის ვიზიტის თარიღს და ბუნებივია ჩვენ დირექტორებიც მანდ ვახლდეთ იქნება. ასევე ჩემი დიდი სურვილია შევხვდეთ უწმინდეს და უნეტარეს და დავალოცინოთ ფონდი.თუმცა ეს ჩემი სურვილია და რამდენად გაითვალისწინებს კანადური მხარე ჩემს სურვილებს პასუხი ჯერ არ ვიცი.


-- ბუნებრივია ეს ძალიან სასიამოვნო და მადლიანი საქმეა და საუბრის ბოლოს თუ შეიძლება გვითხარით იმ ცნობილი საზოგადოების შესახებ, რომელიც სწორედ ეხლა თქვენი ფონდის მიერა ღონისძიებული, აქცია რომელსაც ეწოდება ''ჩვენ ვიღებთ თქვენთვის შემოწირულობას'' სადაც უამრავი ცნობილი სახე გიჭერთ მხარს. როგორ ხდება იმ საზოგადოების შერჩევა კონკრეტულად რამე განსაკუთრებული პირობებით არჩევთ თუ ყველა ცნობილ საზოგადოებას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?


-- არანაირი შერჩევა და არანაირი რომელიმე ცნობილი პიროვნების ფეისკონტროლი არ ხდება ეს არის მოწოდებითი სახის აქცია სიმბოლურად იმსა, რომ ჩვენს ფონდს საზოგადოებამოწოდებითი აქცია

მხარს უჭერს სწორედ იმისთვის, რომ ვაკეთოთ სიკეთე და
ადამიანებს რომლებსაც უჭირთ ვაგრძნობინოთ ჩვენი ჰუმანურობა რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი ერისა და ბერის წინაშე თანაბარია. ვისაც აქვს სურვილი მიიღოს ამ აქციაში მონაწილეობამოწოდებითი აქცია რათქმაუნდა ჩვენი ფონდის კარები მათვის ღიაა და უარს არავის ვეუბნებით. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ პიოვნებას ვინს უკვე მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა, ნელნელამოწოდებითი აქცია გვიერთდება ყველა და უკვე საკმაოდ ბევრმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ზის უკვე სისტემაში და იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთ სასიკეთო საქმეს სხვა ის დარჩენილი საზოგადოების ნაწილიც შემოუერთდება ვინც ჯერ არ იცის ჩმოწოდებითი აქცია ვენი ფონის არსებობის შესახებ. ასევე ნებისმიერ რიგით პირს ვისაც სურს სიკეთე და თანადგომა შეუძლია შემოუერთდეს ჩვენს ფონდს და დაგვიდგეს მხარში, ჩვენი ფონდი მატერიალურ დახმარებას არ ითხოვს რიგითი ადამიანებისგან, არამედ ჩვენ მხოლოდ საზოგადოების თანადგომას ვითხოვთ ისევ იმ ადამიანებისთვის ვინც დღეს გაუბედურებულია და სჭირდება დახმარება. დიდი მადლობა ყველას.


1
339
6-ს მოსწონს
ავტორი:cagecharity
cagecharity
339
  
ყიდდა ინტერნეტით,თავის მომღიმარ სურათებს, ირწმუნებოდა რომ სურათებს მაგიური ძალა ჰქონდა,ასევე ყიდდა თავისი მზერით დამუხტულ,სასწაულმოქმედ წყალს,200 ლარად,და ირწმუნებოდა რომ ეს წყალი,ყველა დაავადებებს კურნავდა,თვით კიბოსაც კი..... სანამ ტბილისის პოლიცია არ დაინტერესდა მისი საქმიანობით, წაიღეს მისი დამუხტული წყალი ლაბორატორიაში,შეამოწმეს და კრანის წყალი აღმოჩნდა,ჩვეულებრივი,კრანის წყალი...... ტყუილებს კიდევ არ იშლის ეგ უბედური, მაგას უნდა მიენიჭოს ბარონ მიუნჰაუზენის ტიტული,და გადაეცეს ჯილდო,მსოფლიოს მოტყუებისათვის....
0 1 1