x
image
ბელენაი
ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

imageდა აი შედგა თამაში რომელსაც, მთელი საფეხბურთო სამყარო მოელოდა.25 მაისის საღამო, შესანიშნავი საყურებელი იყო, მიუნხენის ბაიერნმა მეხუთედ მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სახელი.ბაიერნი ამ მაჩვენებლით მხოლოდ, მილანს და მადრიდის რეალს ჩამორჩება. თამაში ძალიან საინტერესო დაძაბული, ინტრიგით და ლამაზი მომენტებით სავსე იყო, ორივე კლუბის ქომაგებს საკმაოდ სანერიულო ქონდათ, მაგრამ ძალზედ ლამაზი სანახაობის მომსწრენი იყვნენ.შეხვედრის პირველი ტაიმი, ფრედ დასრულიდა მხოლოდ ყვითელი ბარათით, შემოიფარგლა რეფერი ბავარიის მხარეს, ბარატი 29 წუთზე დანტემ მიიღო. მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოდგა, მე 60 წუთზე, არიენ რობენის შესანიშნავი პასის წყალობით მანჯუკიჩმა თითქმის ცარიელ კარში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, არა მხოლოდ ბავარიის სასარგებლოდ არამედ კარიერაშიც კი.თუმცა დოტრმუნდელებმა მალევე თერთმეტ მეტრიანის ნიშნულიდან, შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, გუნდოგანმა ეფექტური დარტყმით აღადგინა წონასწორობა. ნისლიან ალბიონზე დორტმუნდელთა ქომაგებმა, შვებით ამოისუნთქეს რამაც დორტმუნდის შემართება კიდევ უფრო გაზარდა.თამაში ორ მხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო, თამაშის გმირი კი 89 წუთზე, არიენ რობენი გახდა რომელმაც საჯარიმოში შესანიშნავი გარღვევის, შედეგად აუღელვებლად ლამაზი ტექნიკური შესრულებული ბურთი გაიტანა დორტმუნდელთა კარში. არიენ რობენის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, მატჩში და გამარჯვების მომტანი.თამაში 2-1 დასრულდა მიუნხენელთა სასარგებლოდ. დორტმუნდა კი ღირსეული მეორე ადგილი დაიკავა, არ უნდა დაუკარგოთ შესანიშნავი გამარჯვება მადრიდის რეალთან. მაგრამ დღის ფაორიტად წოდებულმა მიუნხენის ბაიერნმა შეძლო და შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა, უემბლის სტადიონზე.
შემოგთავაზებთ ფოტო კოლაჟს, აღნიშნული მატჩის შესახებ.

imageimageimageimageimageimageimageimage









0
104
5-ს მოსწონს
ავტორი:ბელენაი
ბელენაი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0