მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე ულამაზესი ტბა 2013, 25 მაისი, 21:22 ამ ტბის ულამაზესი ფოტოები თითქმის ყველასთვისაა ცნობილი, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესობამ არ იცის არც მისი ადგილმდებარეობა და არც მისი სახელწოდება, სამაგიეროდ, ყველა ერთხმად აღიარებს რომ ეს, მართლაც, ერთერთი ულამაზესი ადგილია მთელს დედამიწაზე.
ეს ტბა მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ამერიკის შეერთებული შტატებისა (მიჩიგანის შტატის მხრიდან) და კანადის საზღვართან (ეკუთვნის კანადას). ტბის სახელწოდებაა Huron. მსოფლიოში მტკნარი ტბების სიაში იგი სიდიდით მესამე ადგილზეა (ზდაპირის ფართობი - 59596 კვადრატული კოლომეტრი). ტბა ცნობილია თავისი ულამაზესი ხედებით, განსაკუთრებით კი პატარა, ამობურცულმა კლდის ნაწილმა გახადა პოპულარული. ამ ადგილს Turnip Rock ეწოდება. დამეთანხმებით, რომ საოცრად ლამაზი ადგილია და ტურისტებს ნამდვილად აქვთ მიზეზი, წავიდნენ ამ ლამაზი ადგილის სანახავად. ტბის კლდოვანი ნაპირი წყალმა გამორეცხა და ასე აღმოჩნდა ეს პატარა კლდის ნაწილი წყალში. მასთან მიახლოება მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი. მეტი თვალსაჩინოებისთვის შემოგთავაზებთ აღნიშნული ულამაზესი ტბის მცირე ფოტო კოლაჟს. იმედი მაქვს, ამჯერადაც საინტერესო მოგზაურობა შემოგთავაზეთ ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე, მსოფლიოს ერთერთ ულამაზეს ადგილში. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად სახლიდან გაუსვლელად და გაიგეთ ბევრად უფრო მეტი ვიდრე აქამდე იცოდით. 780 17-ს მოსწონს
|