x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135743
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
ულამაზესი ელენა ტროადან (მითის მოკლე შინაარსი და ილუსტრაციები)
imageბერძნული მითოლოგიის მიხედვით ელენა სპარტელი დედოფალია, ქალთაგან ულამაზესი. მითის ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით ელენა მოკვდავი ქალი ლედას და ზევსის შვილი იყო, რომელიც ქალს ულამაზესი გედის სახით მოევლინა, ამის შემდეგ ლედას კვერცხი გაუჩნდა საიდანაც დაიბადა ელენა. მეორე ვერსიით ლედამ მხოლოდ და მხოლოდ შეინახა კვერცხი, რომელიც ზევსისა და ქალღმეღთ ნემესიდას კავშირის შემდეგ გაჩნდა. ახალგაზრდობაში ელენა თეზევსმა მოიტაცა, მაგრამ მას შემდეგ რაც ის აიდის მიწისქვეშა სამყაროში გაემგზავრა პერსეფონეს გადასარჩენად ელენა მისმა ძმებმა დიოსკურებმა იხსნეს ტყვეობიდან.


ელენას სილამაზეზე მითები მთელს საბერძნეთში გავრცელდა და მის ხელს მრავალი გმირი ითხოვდა, მათ შორის ოდისევსი, მენელაოსი, დიომედი, ორივე აიაქსი და პატროკლე. ელენას მიწიერმა მამამ, სპარტას მეფე ტინდარეიმ სიძედ მენელაოსი აირჩია.


ცოტა შევისვენოთ და რამოდენიმე ილუსტრაცია ვიხილოთ.


ანტონიო კანოვა. ელენა ტროანელიimage



ეველინ დე მორგანი. ელენა ტროანელიimage


გუსტავ მორო. ელენა ტროანელიimage


მალევე ტინდარეიმ სპარტას მეფობა მენელაოსს დაუტმო. ელენა და მენელაოსი ქორწინებაში 10 წელი უშფოთველად ცხოვრობდნენ და მათ ქალიშვილი ჰერმიონა ეყოლათ. მშვიდი ცხოვრება სპარტაში ტროას პრინცის პარისის ჩამოსვლამ დაარღვია. აფროდიტამ პარისს საჩუქრად ულამაზესი ელენა აღუთქვა იმის გამო, რომ პარისმა აფროდიტა ულამაზეს ქალღმერთად აღიარა. მენელაოსის არყოფნის დროს პარისმა ელენა ტროაში წაიყვანა. მითის ყველაზე პოპულარული ვერსიის მიხედვით აფროდიტამ ელენას პარისის მიმართ სიყვარული ჩაუნერგა.


Gavin Hamilton. აფროდიტა ელენას სჩუქნის პარისსimage


Richard Westall. აფროდიტა ელენას სჩუქნის პარისს.image


გვიდო რენი. ელენას მოტაცებაimage


Giovanni Francesco Susini. ელენას მოტაცებაimage


Henry Justice Ford. ელენას მოტაცებაimage


Jacques-Louis David. ელენა და პარისი.image


ტროაში ჩასვლისთანავე ელენამ თავისი სილამაზით ტროელთა გულები დაიპყრო. მალევე ტროაში ჩადის მენელაოსი ოდისევსთან ერთად, რათა ელენა მშვიდობიანი გზით დააბრუნონ, მაგრამ ტროელებიმა უარი უთხრეს ელენას გაცემაზე. იწყება ომი, რომელიც 10 წელი გრძელდება.


Pierre Delrome. ჰექტორი, ელენა და პარისი. ჰექტორი პარისს ბრძოლაში ჩაბმისკენ მოუწოდებს.image


ჰომეროსის "ილიადაში" ელენას მისი მდგომარეობა აწუხებს, რადგან აფროდიტას მიერ მოვლენილი სიყვარული თანდათან გაქრა. "ოდისეას" მე-4 სიმღერაში ელენა ყვება თუ როგორ დაეხმარა ოდისევსს, რომელიც ქალაქში ფარულად შემოიპარა. ასევე ელენა დაეხმარა ოდისევსსა და დიომედს ტაძრიდან ათენას ქანდაკების მოპარვაში.


Henry Justice Ford. ელენა ტროას კედელზეimage


გუსტავ მორო. ელენა ტროანელიimage


გუსტავ მორო. ელენა ტროას კედლებთან.image


ტროას აღების შემდეგ მენელაოსი ხმლით ხელში ეძებდა ელენას, რათა მოეკლა ის ღალატისათვის, მაგრამ მისი სილამაზის დანახვისას აპატია და ხმალი დააგდო.


Henry Justice Ford. მენელაოსი და ელენაimage

6
1754
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1754
  
2013, 28 მაისი, 9:19
ვიოლეტა თუ არ შეწუხდები მეგობრებში დამიმატე.... მე მეგობრების დამატების ლიმიტი ამოწურული მაქვს :)
2013, 27 მაისი, 20:50
რა ვიცი დ
2013, 24 მაისი, 23:56
ისე თქვენ რატომ არ წერთ არაფერს?
2013, 24 მაისი, 23:55
თუ ამ სტატიას ნაქვები ექნა კიდევ დავდებ...
2013, 24 მაისი, 23:55
დიდი სიამოვნებით მაგრამ ცოტა შრომატევადი საქმეა :)
2013, 24 მაისი, 23:48
ყოჩაღ საინტერესოა ძალიან
კიდევ დაგვიდე რამე ასეთი
0 1 6