საზოგადოებრივი ულამაზესი ელენა ტროადან (მითის მოკლე შინაარსი და ილუსტრაციები) 2013, 24 მაისი, 21:53 ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ელენა სპარტელი დედოფალია, ქალთაგან ულამაზესი. მითის ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით ელენა მოკვდავი ქალი ლედას და ზევსის შვილი იყო, რომელიც ქალს ულამაზესი გედის სახით მოევლინა, ამის შემდეგ ლედას კვერცხი გაუჩნდა საიდანაც დაიბადა ელენა. მეორე ვერსიით ლედამ მხოლოდ და მხოლოდ შეინახა კვერცხი, რომელიც ზევსისა და ქალღმეღთ ნემესიდას კავშირის შემდეგ გაჩნდა. ახალგაზრდობაში ელენა თეზევსმა მოიტაცა, მაგრამ მას შემდეგ რაც ის აიდის მიწისქვეშა სამყაროში გაემგზავრა პერსეფონეს გადასარჩენად ელენა მისმა ძმებმა დიოსკურებმა იხსნეს ტყვეობიდან.
ელენას სილამაზეზე მითები მთელს საბერძნეთში გავრცელდა და მის ხელს მრავალი გმირი ითხოვდა, მათ შორის ოდისევსი, მენელაოსი, დიომედი, ორივე აიაქსი და პატროკლე. ელენას მიწიერმა მამამ, სპარტას მეფე ტინდარეიმ სიძედ მენელაოსი აირჩია. ცოტა შევისვენოთ და რამოდენიმე ილუსტრაცია ვიხილოთ. ანტონიო კანოვა. ელენა ტროანელი ეველინ დე მორგანი. ელენა ტროანელი გუსტავ მორო. ელენა ტროანელი მალევე ტინდარეიმ სპარტას მეფობა მენელაოსს დაუტმო. ელენა და მენელაოსი ქორწინებაში 10 წელი უშფოთველად ცხოვრობდნენ და მათ ქალიშვილი ჰერმიონა ეყოლათ. მშვიდი ცხოვრება სპარტაში ტროას პრინცის პარისის ჩამოსვლამ დაარღვია. აფროდიტამ პარისს საჩუქრად ულამაზესი ელენა აღუთქვა იმის გამო, რომ პარისმა აფროდიტა ულამაზეს ქალღმერთად აღიარა. მენელაოსის არყოფნის დროს პარისმა ელენა ტროაში წაიყვანა. მითის ყველაზე პოპულარული ვერსიის მიხედვით აფროდიტამ ელენას პარისის მიმართ სიყვარული ჩაუნერგა. Gavin Hamilton. აფროდიტა ელენას სჩუქნის პარისს Richard Westall. აფროდიტა ელენას სჩუქნის პარისს. გვიდო რენი. ელენას მოტაცება Giovanni Francesco Susini. ელენას მოტაცება Henry Justice Ford. ელენას მოტაცება Jacques-Louis David. ელენა და პარისი. ტროაში ჩასვლისთანავე ელენამ თავისი სილამაზით ტროელთა გულები დაიპყრო. მალევე ტროაში ჩადის მენელაოსი ოდისევსთან ერთად, რათა ელენა მშვიდობიანი გზით დააბრუნონ, მაგრამ ტროელებიმა უარი უთხრეს ელენას გაცემაზე. იწყება ომი, რომელიც 10 წელი გრძელდება. Pierre Delrome. ჰექტორი, ელენა და პარისი. ჰექტორი პარისს ბრძოლაში ჩაბმისკენ მოუწოდებს. ჰომეროსის "ილიადაში" ელენას მისი მდგომარეობა აწუხებს, რადგან აფროდიტას მიერ მოვლენილი სიყვარული თანდათან გაქრა. "ოდისეას" მე-4 სიმღერაში ელენა ყვება თუ როგორ დაეხმარა ოდისევსს, რომელიც ქალაქში ფარულად შემოიპარა. ასევე ელენა დაეხმარა ოდისევსსა და დიომედს ტაძრიდან ათენას ქანდაკების მოპარვაში. Henry Justice Ford. ელენა ტროას კედელზე გუსტავ მორო. ელენა ტროანელი გუსტავ მორო. ელენა ტროას კედლებთან. ტროას აღების შემდეგ მენელაოსი ხმლით ხელში ეძებდა ელენას, რათა მოეკლა ის ღალატისათვის, მაგრამ მისი სილამაზის დანახვისას აპატია და ხმალი დააგდო. Henry Justice Ford. მენელაოსი და ელენა 1775 5-ს მოსწონს |
კიდევ დაგვიდე რამე ასეთი