
10 წლის ალექს ფიშერს გარეგნულად თანატოლებისგან ვერაფრით გამოარჩევთ, რომ არა ერთი თავისებურება - ის პროფესიონალივით თამაშობს პოკერს და გაცილებით ზრდასრულ და გამოცდილ მოთამაშეებს ამარცხებს.
პოკერის თამაში მას მამამ 3 წლის ასაკში ასწვლა, რათა ბავშვის მათემატიკური უნარები განევითარებინა. ამ დროისთვის გოგონამ უკვე იცოდა კითხვა, რიცხვები და ბანქოს იერარქია. 5 წლის ალექსი კი შულერულ მაქინაციებსაც კი ასრულებდა.

2009 წელს გოგონამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როგორც პოკერის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშემ. სამწუხაროდ, შტატის კანონების მიხედვით მას 21 წლამდე ლას-ვეგასის კაზინოში თამაშის უფლება არ აქვს.
ახლა გოგონა საჩვენებელ თამაშებს მართავს და შემოსულ ფულს ქველმოქმედებას ახმარს.