სხვა ნიუ-იორკში ქალებს გაშიშვლების უფლება მისცეს 2013, 24 მაისი, 16:05 ნიუ-იორკის პოლიციელებს ჯერ კიდევ თებერვალში ჰქონდათ მიცემული ინსტრუქცია, რომ ქუჩაში მკერდმოშიშვლებული ქალები კანონს არ არღვევდნენ.
ამ ამბავმა განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ცნობილმა ფოტოგრაფმა ჰოლი ვანმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
ის 2011-2013 წლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მკერდის მოშიშვლების გამო დააკავეს.
ნიუ-იორკის პოლიციელებს განუმარტეს, რომ მკერდმოშიშვლებული ქალს საჯარო უხამსობაში ბრალს ვერ დასდებენ და ამიტომ მისი დაკავება არ შეიძლება. გარდა ამისა, პოლიცია ვალდებულია დაიცვას ქალი, რომელიც შიშველი მკერდის გამო ქუჩაში ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობს, ხოლო ის პირი, ვინც სამართალდამცავებს არ დაემორჩილება დააპატიმროს. 46 2-ს მოსწონს
|