მუსიკა ქართული ფოლკლორი 2013, 24 მაისი, 14:16
ქართველი ერი ცნობილი თავისი განსხვავებული კულტურით და ტრადიცით, ერი სადაც ყოველ მეორე ადამიანში შეიძლება დიდი ნიჭი აღმოაჩინო და სადაც ყოველ მეორე ადამიანს კარგი მუსიკალური სმენა და ხმა აქვს. ქართული ფოლკლორი ეს კიდე უფრო უსმევს ხაზს ამ ყველაფერს.ურთულესი მუსიკა, გემოვნებიანი და რთულად შესასრულებელი, თუმცა ცოტა ყავს მსმენელი და მიმდევარი .მუსიკა რომელიც აღაფრთოვანებს უცხო ერებს, საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. დიდი დანაშაულია უსმენდე უცხოურ ჰიტებს, როკს, ჯაზს და ა.შ, აფასებდე მას და არ მოგწონდეს, არ უსმენდე და არ გიყვარდეს ის ურთულესი შენი მუსიკა, რომლის შესრულებაც ნებისმიერ მსოფლიო ვარსკვლავს გაუჭირდება, შენ კი ეს შეგიძლია, რადგან ეს ყველა ქართველშია გარკვეული დოზით და ის აუცილებლად იჩენს თავს. ქართული ფოლკლორი საუკუნეების განმავლობაში იქმნეოდა და ის გახდა მსოფლიო კულტურის ნაწილი. ქართული სიმღერის მრავალხმიანობა, ქართული ცეკვა, გახდა სწორედ იმის მიზეზი, რომ გასული საუკუნის 900-იანი წლებიდან უცხოეთის ხმის ჩამწერი ფირმები დაინტერესდნენ ჩვენი განძით და ასე გაჩნდა ლონდონის, რიგის, ბერლინის, ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის მუზეუმების საცავებში სხვადასხვა დროს ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერის კოლექციები. უცხოელმა მეცნიერებმა წლების წინ და დღესაც აღნიშნეს რომ მსგავსი მრავალხმიანობა, ასეთი განვითარებული ფორმით მსოფლიოში არ არსებობს.ეს აუცილებლად უნდა დავაფასოთ, შევიყვაროთ და არ დავკარგოთ, რისი საშიშროებაც ნამდვილად არსებობს.
პ.ს უყურეთ, მოუსმინეთ და დაფიქრდით, რას უსმენთ, რას უყურებთ და რას აფასებთ.... 671 11-ს მოსწონს
|