გენიალური მსახიობი 1929 წლის 4 მაისს დაიბადა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. დედა-ნიდერლანდელი ბარონესა ელ ვან პიმისტრა გახლდათ. მამა-ინგლისელი ბანკირი ჯონ ჰეპბერნ რასტონი. მშობლები ერთმანეთს მალე დაშორდნენ და პატარა ოდრი დედასთან ერთად ნიდერლანდებში გადავიდა. 1940 წელს ნაცისტებმა ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს და დაიწყო პატარა გოგონას გაუსაძლისი გაჭირვება. მშვენიერი აღნაგობის მაღალ, გამხდარ გოგონას შიმსილისგან ხშირად მისდიოდა გული, თუმცა ღამღამობით მაინც ბალერინობაზე ოცნებობდა. დაჭრილი ჯარისკაცებისა და მედდებისათვის კონცერტებს მართავდა. ომის დამთავრების შემდეგ ლონდონში გაემგზავრა, მაგრამ ოცნების ახდენა არ ეწერა. სიფრიფანა გოგონას ბალეტისთვის სიმაღლე დაუწუნეს. დეპრესია თავისით მოვიდა. ომის წარუშლელმა კვალმა ოდრიში ისევ ამოხეთქა, მაგრამ 1952 წელს ფილმ "მონტე კარლოში" რიგით მოცეკვავედ მოიწვიეს. 1953 წელი დადგა და მომავალი ვარსკვლავი "რომაულ არდადაგებში" პრინცესას როლზე დაამტკიცეს. ამ როლმა მას "ოსკარი" მოუტანა.
პოპულარობის მიუხედავად, ის ყოველთვის ყოველთვის რჩებოდა თავშეკავებულ ქალად. ეცვა დაბალძირიანი ფეხსაცმელი, შავი შარვალი და მრგვალი სათვალე ეკეთა. იმ პერიოდში ბრიჯიტ ბარდოზე და მერლინ მონროზე წერდნენ, რომ სექსუალური ქალბატონები იყვნენ, ოდრის კი ნიჭიერად მოიხსენიებდნენ. მსახიობს ასეთი შეფასება არასოდეს სწყენია, პირიქით...
50-იან წლებში ოდრი მსახიობ ჯეიმს პანსონზე დაინიშნა, თუმცა ქორწილის დღეს თეთრი კაბა გაიხადა და გაჭირვებულ წყვილს აჩუქა. ქორწილი მაინც შედგა, ოღონდ მალფერთან. ერთად 14 წელი იცხოვრეს, მაგრამ მეუღლეს ღალატის გამო დაშორდა და ეს ტკივილი საერთო შვილმა გადაატანინა.მეორედ იტალიელ ფსიქოლოგსზე იქორწინა და მისგან მეორე შვილი გააჩინა, მოგვიანებით მასაც დაშორდა და საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი.
1992 წელს ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მაშინ ოდრი ჰოლანდიელ მსახიობ რობერტ უოლდერთან ერთად ცხოვრობდა. ავადმყოფობის მიუხედავად, საქველმოქმედო საქმიანობა არ შეუწყვეტია და არც საზოგადოებასთან იზოლირება გადაწყვიტა. სიცოცხლის ბოლო დღეებში თავს არიდებდა პაპარაცებს, არ უნდოდა მსოფლიოს მისი სიკვდილის წინ გადაღებული ფოტოები დარჩენოდა. ლეგენდა 1993 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა.
თეატრსა და კინოში მისი პარტნიორები იყვნენ: ფრედ ასტერი, ჰემფრი ბოგარტი, მარი კუპერი, პიტერ ოტული, შონ კონერი, გრეგორი პეკი... გადაღებების დასრულების შემდეგ მამაკაცები მის დავიწყებას ვერ ახრხებდნენ, ოდრი კი მათ მხოლოდ მეგობრობის ხელს უწვდიდა.