x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135714
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
მსოფლიოს საფეხბურთო სტადიონები

image მარაკანა
ლეგენდარული სტადიონი "მარაკანა" რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) მდებარეობს. იგი 1950 წელს გახსნეს, როდესაც ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა ფეხბურთში. 1950 წლის შემდეგ "მარაკანას" მსგავსი გრანდიოზული სტადიონი ჯერ არ აუშენებიათ. "მარაკანაზე" ფეხბურთის ოქროს თამაშებია ჩატარებული. იქ უთამაშიათ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: დიდი, რონალდო ჟიკო, რიველინუ, ჯუნიორი, გარინჩა, რომარიო. ცენტრალურ შესასვლელში ბრაზილიელების მსოფლიოს ჩემპიონატში (1958 წ.) გამარჯვების ნიშნად, ფეხბურთელის ბრინჯაოს ფიგურაა აღმართული.

უემბლი
image

ალბათ, არ მოიძებნება ადამიანი, ცისაც "უემბლის" სტადიონის შესახებ არ სმენია. "უემბლი" არასდროს არ ეკუთვნოდა ფეხბურთის რომელიმე კლუბს. იქ თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. "უემბლის" მოედანი, უემბლის პარკის ადგილას ააშენეს, სადაც ლონდონელები ისვენებდნენ. 1923-1924 წლებში, ზუსტად 300 დღეში, ასი ათასი მაყურებლისთვის აშენდა "უემბლის" სტადიონი.

კამპ ნოუ
image"კამპ ნოუს" სტადიონის მშენებლობა 1953 წელს დაიწყეს. ის 112, 000 მაყურებელს იტევს. "მაღლა და მაღლა, მეტად და უკეთ", -ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ბარსელონას სტადიონის დევიზი, რომელიც 1957 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა. დღესდღეობით "კამპ ნოუ" ყველაზე დიდი სტადიონია ევროპაში.

მუსოლინი


image"მუსოლინის" სტადიონი 1932 წელს ტურინში გაიხსნა. დიქტატორ ბენიტო მუსოლინის შეკვეთით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტადიონს "კომუნალე" დაარქვეს. 2004 წელს იქ რეკონსტრუქცია ჩატარდა, რაც 35 მილიონი დოლარი დაჯდა. 2005 წელს სტადიონი ზამთრის სპორტის სახეობებისთვის გადააკეთეს.
image ოლიმპიკო
"ოლიმპიკო", ისევე როგორც "კომუნალე", ტურინს ეკუთვნის. 2006-2007 წლების სეზონზე "იუვენტუსმა" და "ტორინომ" ყველა შიდა მატჩი "ოლიმპიკოზე" ითამაშა. "ოლიმპიკო" 25, 442 ადამიანს იტევს. პირველი მატჩი 1933 წელს "იუვენტუსსა" და "იუჟპესტოს" შორის (6:2) შედგა. "იუვენტუსმა" "ოლიმპიკოზე 890 თამაში ჩაატარა 1933-1990 წლებში.
ალიანც არენა (გერმანია)
image

სტადიონი 2002-2005 წლებში განახლდა, რაც გერმანიას 340 მილიონი ევრო დაუჯდა. იგი 69, 900 მაყურებელს იტევს. სტადიონს
Allianz-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური კომპანიის გამო ჰქვია, რომელმაც 30 წლით შეიძინა მასზე უფლებები. "ალიანცის" სტადიონი უზარმაზარ გასაბერ ნავს ჰგავს. არენა გარედან მორთულიარომბი ნეონის ნათურებით. როცა მეტოქეებს "ბაიერნი" მასპინძლობს, სტადიონი წითლად ინთება, "მიუნხენის" მატჩების დროს-ლურჯად. რომბები თეთრად, გერმანიის ნაკრების ფერადაც ანათებს. 1950 წლამდე "ალიანცი" მსოფლიოს ყველაზე დიდ სტადიონად ითვლებოდა მანამ, ვიდრე ბრაზილიაში "მარაკანა" არ გახსნეს.
imageimage






0
336
1-ს მოსწონს
ავტორი:nago123
nago123
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0