არ ვიცი რამდენად გამომივა ის, რაც ჩაფიქრებული მაქვს და რა მიზნითაც ეს სტატია დავწერე, მაგრამ ვცადოთ.
მაინტერესებს ყევლას აზრი ვინც კი ინტერმედიაზეა დარეგისტირებული და ვიდეოებს, სტატიებსა და ფოტოებს აქვეყნებს, სხვისას აფასებს, აკომენტარებს და ა.შ.
ძირითადად ისე ხდება, რომ მნახველთა უმრავლესობა, ვთქვათ 100 და მეტი, ჰყვას ისეთ სტატიებს რომლებიც არის სექსზე, ძუძუებზე, უაკანალზე, პარანორნმალურ მოვლენებზე და სკანდალზე. რამდენჯერ გამეორდა ერთი და იმავე სტატია ოღონდ განსხვავებული სიტყვათა წყობით ამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პირადად მეც ისეთ სტაიტებს ვდებ, რომელსაც ვიცი რომ მნახველი ეყოლება. მოდით ვაღიაროთ, რომ შორენა ბეგაშვილზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა.
ჩემს სტატიას რომელსაც 1000-ზე მეტი მნახველი ჰყავს სათაურად სწორედ, ბეგაშვილის პირადი ფოტოები აქვს. იმაზე ლაპარაკს ეს კარგია, ცუდია თუ კატასტროფაა აზრი არ აქვს, რაზეც მოთხოვნაა იმაზე იწერება. იმიტომ რომ ყველანი ფულისთვის ვართ დარეგისტრირებულები და მარკეტინგულად თუ მივუდგებით, სავსებით გამართლებულია.
მეორე პრობლემაა თვითონ სტატიების, ფოტოებისა და ვიდეოების შეფასება. რამდენად სამართლიანად აფასებთ სხვის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს? ან რამდენად გამართლებულია სხვისი მისამართით დაწერილი ირონიული კომენტარი - "რა დებილობააა" როდესაც შიძლება თვითონ უარესს დებ? მგონი ჯობია ხანდახან ამზეც დავფიქრდეთ. ყოფილა შემთხევა როცა ისეთი სტატია დაუბლოკიათ თვითონ წევრებს რომლიც ნამდვილად არ იყო დასაბლოკი.
ეხლა უფრო გემრიელ ნაწილზე გადავიდეთ. ანაზღაურება. ზოგიერთმა უკვე მოახერხა და ფულიც აიღო თავისი შრომის საფასურად, ნამდვილად მისალოცად აქვთ საქმე და გილოცავთ ყველას ვინც ეს მოახერხეთ. კარგი იქნებოდა რჩევებიც მიგეცათ დამწებთათვის რისი დადება უფრო მომგებიანია, მთლად ხეზე ასვლა ასწავლეთ-მეთქი, რა თქმა უნდა, არ ვგუხლისხმობ.
საინტერესო იქნებოდა ისიც დაგეწერათ საშუალოდ დღეში რამდნეის მოგროვებას ახერხებთ. მოკლედ ამ სტატიის კომენტაებში გვესაუბრა სამართლიანობასა და უსმართლობაზე, პრობლემებზე, დადებით მხარეებზე, ყველაფერზე რაც გაინტერესებთ. გამოთქვით ყველამ თქვენი აზრი.
ხუთიანით ვაფასებ სტატიებს... წარმატებები ყველას
წარმატებებს გისურვებთ ყველას!და თქვენი ,,კაპიტალის გაზრდას''!