მართალია მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანის და ამ შემთხვევაში მამაკაცის, მილიონამდე ტიპი არსებობს, მაგრამ ყველაფერის მარტივ მამარავლებად დაშლას ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლიდნენ და ჩვენც გავამარტივოთ.
ქართველი კაცის პირველი, აუხდენელი და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზოგისთის უკვე ახდენილი ოცნება, ჟეშტის ბორბლებიანი ნივთია, რომელიც თავდაჯერებულობისა (აბა სხვანაირად თვითშეფასებას ვერ აიწევენ) და მაგარი "ნაშის" დათრევის წინაპირობაა. თუ ფრთხილია და ადრენალინის გამომუშავებას ბოძზე შემოხვევით არ ცდილობს, ხომ კარგი, მაგრამ თუ საპირისპირო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როგორც წესი, პირველ მანქანას მალევე გამოუყვანენ ხოლმე წირვას.
მეორე პრობლემა, რომელიც, როგოც წესი, ოჯახებში დგას ხოლმე არის გადაზედმეტებული ყურადღება მანქანის მიმართ. უყურადღებობის გამო ცოლები ხშირად საყვედურობენ ქმრებს, თუმცა კაცის ლოგიკა აქ "ურყევია''- მანქანსა მოვლა სჭირდება!
გინახავთ მანქანიანი კაცი საზოგადოებრივ ტრანსპორტში? თუ მანქანა გაფუჭებული აქვს და იმ "ავბედით" დღეს წასვლა სამარშუტო ტაქსით მოუწია მთელი გზა აუცილებლად ილაპარაკებს (იფიქრებს) საკუთარ მანაქანაზე და ისე მოიქცევა, თითქოს სხვებს ანახებს მე სულ ამით კი არ დავდივარ, "პროსტა დღეს ხელოსანთან მყავს რაა". ტყუილად არ მიხსენნებია სიტყვა "მყავს", უსულო საგნებს ზედმეტი სიყვარულის გამო ქართველები სულიერეადაც მოვიხსენიებთ ხოლმე. მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება.
კიდევ ერთი, დაუძლევველი, "პრობლემა" ქართველი კაცის ცხოვრებაში არის ცოლი, სიდედრი და ცოლის დაქალები. ცოლი, რომელიც გამუდმებით ითხოვს ბავშვისთვის ცეკვის გადასახადის ფულს, დენზე მიბმული ნაგვის გადასახადს, ახალი ჭაღის (ძველი რომ აღარ დაინახება ისეთი გიკიდით) ან სააბაზანოში კაფელის გამოცვლას(ამ ყველაფერს ხომ მარტო ცოლი იყენებს ). როგორც წესი, ქართველი კაცების 70%-სთვის გაუგებარია სად მიაქვს ცოლს "ამდენი" ფული და რაში ხარჯავს "ამდენს".
ცოლი რომ მთელს ბიუჯეტს არ ფლანგავდეს, აქამდე მანქანასაც გამოცვლიდა.
პირველი უკმაყოფილებაც, ძირითადად, ფინანსების გადანაწილება-გადმონაწილებას მოჰყვება ხოლმე. ნათქვამიცაა, როგორც კი სიღარიბე შემოხსნის კარს სიყვარული ფანჯრიდან იპარებაო.
მესამე და მთავარი - ღალატი. აქ ქართველი მამრების 80% ერთხმად თანხმდება, რომ ქალის ღალატი დაუშვებელია, მაგრამ კაცის გამართლებული და საპატიო. ერთი-ორჯერ (სადაც ერთი-ორჯერ, იქ სამი-ოოთხჯერო ნათქვამია) "გავლა" არავის დააზარალებს. ცოლი ხომ დაზარალებულებში არასდროს ითვლება, ყინვაგამძლე, უგრძნობი და ბრმა უნდა იყოს ასეთ მომენტებში. აბა რაა, ქართველი კაცის ცოლობა ადვილი კი არ არის. ყველაფერს დამსახურება უნდა.
საინტერესო ის არის, რომ ქართველი ქალებიც არანაკლებ სცოდავენ, როდესაც ქმრის "ვოიაჟს" არ იმჩნევენ და ჩვეულებრისამებრ განაგრძობენ ცხოვრებას. ლიბერალიზმი ოჯახებში! (ოღონდ მხოლოდ ქალის მხრიდან). ქალების საბუთი აქ ან შვილებია ან უსახსრობა. ძირითადად, ქალს წასავლელი არსად აქვს, ამიტომ ცაში გამოკიდებას ისევ დეფაქტო ოჯახი ურჩევნია. ქართველი კაციც რისი კაცია, რომ ამ ყველაფერს ვერ მიხვდეს, წასასვლელი არსად აქვს ე.ი ვერ გამშორდება, ვერ გამშორდება ე.ი უფრო მეტსაც აიტანს.
სახლში მფრინავ თეფშებზე, ჩალურჯებულ თვალზე, ცემა-ტყეპაზე და მტვრევაზე ლაპარკი ზედმეტია, ეს ქართული ოჯახების 30%-ის შემადგენელი ნაწილია, განსაკუთრებით თუ მამრს ცუდი სიმთვრალე აქვს. როგოც წესი, ასეთ დროს ბავშვები ფარდის უკან იმალებიან, ცოლები კი ემუდარებიან ქმრებს დღეს მაინც არ იჩხუბონ. პრობლემების ნუსხა დიდია. სამწუხაროა, რომ კაცების 70% ამ თვისებებით არის გაჟღენთილი ან ოდნავ მაინც წაუცდება ფეხი.
საბოლოოდ, კი ამ ყველაფრის შედეგი არის გალოთებული ქმარი, ცოლის დაგლეჯილი ნერვები და დანერვოზებული ბავშვები. ასე რომ, კარგად დაფიქრდით სანამ ვინმესთან ერთად გადაწყვეტთ ცხოვრებაის დაწყებას. შორიდან რაც ბრწყინავს, ახლოდან შეიძლება ყროლდეს.
და კიდე ერთ რამეზე ვხალისობ, როდესაც ქართველ ქალს პრეტენზია აქვს იმაზე რომ ქართველ მამაკაცი ყურადღებას აქცევს ცოლის მოყვანისას ქალიშვილია თუ არა. და ამაზე ქართველი ქალები იძახიან რომ კომპლექსიანი,აზიატები არიან ქართველი კაცებიო:)))) მე ვიტყვი რომ კიდევ კარგი რომ ჯერ კიდევ არის შემორჩენილი მამაკაცებში ის აზროვნება რომ ქალიშვილი სურს ცოლად თორემ შენ წარმოიდგინე აქ რა ამბავი იქნებიოდა ქართველმა ქალმა რომ იცოდეს რომ პრობლემა არ ექნება ,და სასირცხვილო არ იქნება თუკი ქალიშვილი არ იქნება:))))) ამ სოციალურმა ქსელებმა ხომ საერთოდ გადარია და გაატუტუცა:)))))