კულტურა პეტრარკას საფლავიდან ამოთხრიან 2013, 23 მაისი, 14:02 მეცნიერები დიდი იტალიელი პოეტისა და ფრანჩესკო პეტრარკას ნეშტს გარდაცვალებიდან 600 წლის შემდეგ, საფლავიდან ამოთხრიან იმისათვის, რომ მის სახელთან დაკავშირებული ლეგენდები გადაამოწმონ და სახის ნაჯვთებიც აღადგინონ. ჯერჯერობით, დაუდგენელია ის პორტრეტები, რომლებიც ჩვენემდეა მოღწეული, რამდენად შეესაბამება პეტრარკას ნამდვილ გარეგნობას. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების გამოყენებით მოახერხებენ პოეტის სახის აღდგენას. გარდა ამისა, სპეციალისტების მიზანია, დარწმუნდნენ, მართლა გადმოავარდა ცხენიდან, როგორც ამას მისი გვიანი ხანის ბიოგრაფები ამტკიცებენ. ასევე სინამდვილეს შეეფერება თუ არა ის, რომ მისი აკლდამა პადუასთან, XVII საუკუნეში შეამტვრიეს, პეტრარკას ხელი მოაჭრეს და სუვენირად თან წაიღეს. სამუშაო ჯგუფი გათხრებს სამი კვირის შემდეგ დაიწყებს, მისი სპონსორია ადგილობრივი ბანკი, ხოლო კოორდინატორი - პადუის უნივერსიტეტის პათოლოგანატომიის პროფესორი ვიელ მარინო. 93 შეფასება არ არის
|