დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას შეუძლია, ღვიზლის სერიოზული დაავადებების განვითარებისაგან გვიხსნას, დაამტკიცეს სპეციალისტებმა. ჯერძოდ, რა დაავადებებზე საუბარი?
ოთხწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ყავის რეგულარული გამოყენება ანელებს c ჰეპატიტის განვითარებას და ღვიძლის ამ დაავადებით გამოწვეული პათოლოგიური ცვლილებებისგან იცავს.
გამოკვლევისას იმ პაციენტთა ჯანმრთელობის გაუარესების რისკი, რომლებიც დღეში სამ ან მეტ ფინჯან ყავას სვამდნენ, 47%_ით შემცირდა, ვიდრე მათი, ვინც ყავას საერთოდ არ სვამდა. ასევე გამოიკვლიეს, აქვს თუ არა ორგანიზმზე იგივე დადებითი ზემოქმედება ჩაის. აღმოჩნდა, რომ-არა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეცნიერების მტკიცებით, ყავას ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის მოხდენა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ის უკვე დაავადებულია ჰეპატიტით. ჯანმრთელ ორგანიზმს ყავა ვერ დაიცავს.
ესპანელმა ნეიროქირურგებმა კი დაადგინეს, რომ თუ ტვინის მუშაობის გააქტიურება გსურთ, ყავა აუციებლად შაქრით უნდა მიირთვათ. როგორც აღმოჩნდა, კოფეინისა და გლუკოზის ურთიერთქმედება ააქტიურებს ტვინის იმ მონაკვეთების მუშაობას, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
შაქრიანი ყავა აუმჯობესებს ადამიანის კოგნიტურ უნარს, როცა მას მეხსირებისა და ყურადღების მაქსიმალურად დაძაბვა სჭირდება. უშაქრო ყავა კი ამ შემთხვევაში არავითარ ეფექტს არ იძლევა.
გამოკვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ შაქრიანი ყავა ხელს უწყობს კუნთების ტონუსის აღდგენას მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ნაბახუსევზე კი ყავის დალევას არ გირჩევთ, კოფეინი ალკოჰოლის მოქმედებას კი არ ანეიტრალებს, პირიქით აძლიერებს.