x
image
beko777
Mediator image
რუსა მორჩილაძემ სიყვარულის დღე “სითი კლუბში” აღნიშნა

15 აპრილს თბილისის ერთ-ერთმა პოპულარულმა კლუბმა “სითიმ”, რუსა მორჩილაძეს და მის მეგობრებს უმასპინძლა და დიდი თავყრილობაც სიყვარულით და სიამტკბილობით წარიმართა.
სცენაზე დაახლოებით ოცმა სიმღერამ გაიჟღერა და რა გასაკვირია, რომ 15 აპრილს ყველა მათგანი სიყვარულზე ყოფილიყო, როცა თავად ამ კომპოზიტორის მთელი შემოქმედებაა სიყვარულით გაჟღენთილი.

ლელა წურწუმია, დუეტი “ჯორჯია”, ეკა კახიანი, “თეატრალური კვარტეტი”, ტელე-პროექტს “ეცეკვე ვარსკვლავს” მონაწილეები და სხვები და სხვები, რომლებმა საღამო მნიშვნელოვნად გაულამაზეს იქ დამსწრე სტუმრებს, რითაც კმაყოფილებას თავად კომპოზიტორიც გამოხატადა, რადგან ძალიან დიდი ხანია მას მეგობრები, ასე ერთად და ასე ლამაზად არ შეუკრებია.image

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0