x
image
beko777
Mediator image
“ეცეკვე ვარსკვლავს” - პროექტი რომლის შედეგიც თავიდანვე იყო ცნობილი თუ, ახალი სიტყვა ქართულ შოუ-ბიზნესში? მას შემდეგ რაც ტელე-ჟურნალისტების მხრიდან, თავის დროზე განადგურებულმა ძლივსშემდგარმა ქართულ შ

imageმას შემდეგ რაც ტელე-ჟურნალისტების მხრიდან, თავის დროზე განადგურებულმა ძლივსშემდგარმა ქართულ შოუ-ბიზნესმა, ასპარეზი თამამად დაუთმო გასართობი ინდუსტრიის ისეთ დარგებს, როგორიცაა სატელევიზო პროექტები და უფასო სახალხო გართობები - დიდი დრო არ გასულა, - აღმოჩნდა, რომ არცთუ უსაფუძვლოდ.
ნოვაციებით განთქმულმა ტელეკომპანია “იმედმა” ამჯერადაც ივაჟკაცა და პოპულარული ქართული ტელე-პროექტი “ეცეკვე ვარსკვლავს” გადმოაქართულა, სხვა საქმეა ვინაა ვარსკვლავი ამ პროექტის მონაწილეთაგან, მაგრამ კარგად გამოაჩინა მათი სახეები რაღაც-რაღაცეებში, - ვიღაცას ვიღაცის შურს, ვიღაცა ვიღაცას ფეხს უდებს, ვიღაცა ვიღაცას ფარულად ლანძღავს, ვიღაცა ვიღაცას ებუტება…
სხვათაშორის პროექტის დაწყებისთანავე გავრცელებული ჭორები, რომ მას რათქმაუნდა ლელა წურწუმია მოიგებდა, მარტო იმიტომ არაა საფუძველს მოკლებული, რომ ლელა აშკარად გამოკვეთილი ვარსკვლავია იმ ხალხს შორის ვინც “ვარსკვლავის” სტატუსით გამოდის შოუში, აქვე იმასაც ამბობენ, რომ ლელა კიდევ იმიტომ მოიგებს ამ პროექტს, რომ ის ხელისფლებასთან ძალზედ დაახლოებული პირია და მისი გამარჯვება, მომღერლის მიმართ ერთგვარი რევერანსი იქნებაო, ამბობენ კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ფაქტიცაა, რომ მესიჯებით გადაწყვეტილი პროექტის შემოწმება, რომ ვინმემ მოინდომოს, ამას ადვილად გააკეთებს - წესით...
ჩვენი ფსონები ლელა წურწუმიასა და თიკო სადუნიშვილზე კეთდება (მომდევნო ჯერზე კი, ლელასა და ამ შოუში “არაფრისმაქნის” როსტოზე), ჩვენია ზრით ისინი გავლენ ფინალში და სავარაუდოდ ბინას ბათუმის “მაგნოლიაში” სწორედ, რომ წურწუმია მოიგებს, რადგან ის, ამ საქმესაც აშკარა პროფესიონალიზმით და გულით უდგება და დიდ რისკზეც წავიდა მასში მონაწილეობით, რადგან ლელას იმიჯი გაცილებით მეტი უღირს ვიდრე ოროთახიანი ბინა ბათუმში.

რაც შეეხება გაცოცხლებულ შოუ-ბიზნესს და “ეცეკვე ვარსკვლავის” როლს მის რეანიმაციაში, ვიქნებით ობიექტურები და იმასაც ვიტყვით, რომ დაძირვის პირას მყოფ საგაზეთო ბაზარს გადამრჩენლადაც კი მოევლინა, რადგან ყველა ჟურნალ-გაზეთის ყდაზე, სწორედ მისი მონაწილეები არიან თავისი ინტრიგებით და თავისი
ჭორებით, შესაძლოა ეს მეტი სტიმული აღმოჩნდეს მომავლისთვის იმ ადამიანებსითვის ვინც მაშინ არ იწყებს აქტიურობას, როცა არჩევნები მოდის და შესაბამისად ფულის კეთების პერიოდი დგება.

0
599
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0