x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135744
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
რობი უილიამსი

imageსახელი:რობერტ პიტერ უილიამსი

დაბადების ადგილი: ბარსლემი, ინგლისი

დაბადების თარიღი_1974 წლის 13თებერვალი

ინგლისელი პოპ ვარსკვლავი, რომლის კარიერაც 1990წლიდან, 16წლის ასაკიდან იწყება, ჯგუფ Take That-ის წევრობით, რომელის ყველაზე პატარა წევრი იყო.1995წლიდან კი მან სოლო კარიერა დაიწყო.2010 წლის 15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ იგი უერთდებოდა ჯგუფს და ისინი ერთად გეგმავდნენ ახალი ალბომის 2010 წლის ნოემბერში გამოშვებას.მთელი მსოფლიოს მასშტაბით უილიამსს სულ 57 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. იგი აღიარებულია როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ბრიტანელი სოლო მომღერალი და ყველაზე კარგად გაყიდვადი უცხოელი მომღერალი ლათინურ ამერიკაში. მისი 6 ალბომი შესულია საუკეთესოდ გაყიდვად 100 ალბომში გაერთიანებულ სამეფოში. მომღერალი ასევე აღიარებულია როგორც 90-იანების საუკეთესო მომღერალი ბრიტანეთში.

image

1996 წელს გამოვიდა რობის პირველი სოლო სინგლი, "Freedom". სინგლი მოხვდა ბრიტანული ჩარტის #2 ადგილზე.შედარებით წარუმატებელი იყო მეორე სინგლი_"Lazy Days", ჩარტებში მას მხოლოდ #8 ადგილი ერგო, მაგრამ ევროპული ჩარტის 40-ეულში მაინც მოხვდა.

წარმატებული აღმოჩნდა მომღერლისთვის მეოთხე სინგლი "Angels", იგი იქცა ბესტსელერად ბრიტანეთში და მიენიჭა ორმაგი პლატინის სტატუსი.ბრიტანეთის საუკეთესო 10-ეულში მან 40 კვირა გაატარა, საერთოდ ბრიტანულ ჩარტებში კი - 218 კვირა, რითაც ის იქცა ამ ქვეყნის ისტორიაში რიგით 58 ყველაზე გაყიდვად ალბომად - 2.4 მილიონი ასლის ოდენობით. მთელ ევროპაში მისი გაყიდვები შთამბეჭდავი იყო - 3 მილიონი ასლის სახით.

მეორე სტუდიურ დისკზე მუშაობა 1998 წელს დაიწყო.მხოლოდ ბრიტანეთში გაიყიდა მისი 400.000 ასლი. 1998 წლის ნოემბერში მას მიენიჭა ოქროს სტატუსი.ბევრ ევროპულ ქვეყანაში მას ასევე მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად.image

2
60
9-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
60
  
2013, 27 მაისი, 12:34
მიყვარს მისი სიმღერებო :))))
0 1 2