ფოტოგრაფია "სარკემანია" და ცნობილი ქართველები სარკეში 2013, 22 მაისი, 1:49 "სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი?" ბოროტი დედინაცვალივით ჩავძახებთ სარკეს, მაგრამ ამაოდ, ის არაფერს გვიპასუხებს. სამაგიეროდ ჩვენი "ფეისბუქის" მეგობრები არ დაიშურებენ კომპლიმენტებს, როდესაც ახალ, სარკეში გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ატვირთავთ, თან ხელში თუ თანამედროვე მობილური ან კამერა გვიკავია რაღა მოგვკლავს, ღამით მშვიდათ დავიძინებთ, ჩვენ ყველაზე ლამაზები და მომხიბვლელები ვყოფილვართ. ასეა, თუ ისე სარკეში გადაღებული ფოტოები ჩვენი საუკუნის თუ არა წლის მანია ხომ მაინცაა. ალბათ ხელის თითებიც გეყოფათ იმ ადამიანების ჩამოსათვლელათ, ვისაც სარკეში გადაღებული ფოტო არ აქვს. საიდან წამოვიდა ეს ტენდენცია ღმერთმა უწყის, მაგრამ ცალსახაა, რომ ძალიან აქტუალურია. ყველამ ვაღიაროთ, რომ სარკეში ფოტოს გადაღება ყველაზე მოსახერხებელია, როდესაც სურათს საკუთარ თავს თავად უღებ. ამის გარდა შენს თავს კარგად ხედავ და შეგიძლია ის პოზა მიიღო რომელიც უფრო გიხდება ან მოგწონს. სარკეში გადაღებული სურათების თვალიერება სახალისოცაა, რადგან ზოგჯერ შესაძლოა სარკის არეკლილი ბევრი საინტერესო დეტალი დაინახოთ. მაგ: კუთხეში მიყრილი სუნიანი წინდები, დაურეცხავი ჭურჭელი, საულაგებელი სახლი ან სულაც ვიღაც მესამე პირი. კომპანია "samsung"-მა ფოტოკონკურსიც ჩაატარა სახელწოდებით "სარკის ეფექტი", მგონი უკვე მიხვდით, რომ მონაწილეებს სარკეში გადაღებული სურათები უნდა წარედგინათ, პრიზიც სოლიდური იყო "samsung galaxy s3". ცნობილი ადამიანებიც სიამოვნებით იღებენ ფოტოებს სარკეში, გთავაზობთ ინტერნეტში მოძიებულ რამდენიმე ფოტოს. 728 14-ს მოსწონს
|