ფოტოგრაფია პოლარულ დათვს სამი ბელი შეეძინა(+ ულამაზესი ფოტოები) 2014, 5 თებერვალი, 22:07 ასეთი სანახაობით იშვიათად დატკბებით, ნამცეცა პოლარული ბელები პირველად გამოსულან თოვლში სათამაშოდ. ველური ბუნების ფოტოგრაფი ტომას კოკტა საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. სამი პატარა ბელი დედის ზურგზე აკიდებულნი ერთობოდნენ კანადის ველებზე. მათი ნახვის ბედნიერება 500-მდე ადამიანს ერგო წილად. ბატონი კოკტა წარმოშობით ვაშინგტონიდანაა. უკვე რამდენი წელია პოლარულ დათვებს უღებს სურათებს, დარაჯობს მათ პირველ ნაბიჯებს. ეს კი უჩვეულო კადრებია, რომელიც მან იგდო ხელთ. საქმე იმაშია, რომ დათვები ძალიან იშვიათად შობენ ტყუპებს, განსაკუთრებით კი სამს. ახალდაბადებული ბელები ხშირად გადარჩენისთვის იბრძვიან. მათ სიცოცხლის პირველ თვეებში მხოლოდ დედის რძის ჭამა შეუძლიათ. ამიტომ ხშირად დაბრიყვებული ბელები სუსტდებიან და იღუპებიან. ეს პატარები კი ჯანმრთელად და ღონივრად გამოიყურებიან. ალბათ დამეთანხმებით, რომ არა ცხოველების დიდი სიყვარული, ძალიან ძნელია ცხოვრება იქ, სადაც ტემპერატურა -15-დან -50 გრადუსამდე მერყეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ის ფეხით მოგზაურობს. ამ დროს დათვებს ძირითადად ძილის პერიოდი აქვთ. ტომასს ხშირად რამდენიმე დღე უწევს ლოდინი, რომ ისინი ბუნაგიდან ამოვიდნენ. ეს კი ძალიან ძნელია და გაყინვის საფრთხე დიდია. მან თქვა, რომ თეთრი დათვების ათასზე მეტი ფოტო აქვს. ექვსი თვე მათთან გაატარა, მაგრამ სამი ტყუპის სურათები განსაკუთრებულია. "ხალხი ფიქრობს, რომ ბელების ფოტოები ძალიან ლამაზია, მაგრამ მათი გადაღება ძალიან ძნელია. უამრავი ძალისხმევაა საჭირო ამ კადრების გადასაღებად. გაწუხებს სიცივე, სიშორე და ძალიან, ძალიან ბევრი ლოდინი". 112 5-ს მოსწონს
|