x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139096
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
Killer boy ( ...putin... )

imageთბილისი, 2006 სექტემბერი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, აზრით, ვლადიმერ პუტინი უნამუსო პოლიტიკოსია და მან მოკლა დემოკრატია რუსეთის ფედერაციაში. სააკაშვილის თქმით, დაუშვებელია ერთი პოლიტიკოსის მმართველ პოსტზე ამდენი ხნით ყოფნა.

პრეზიდენტი, დღეს, ბელორუსის საელჩოში იმყოფებოდა და სწორედ იქ გააკეთა ეს განცხადებები. ბელორუსის საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი საქართველოში უხერხულად იშმუშნებოდა და სააკაშვილს ნაძალადევად უკრავდა კვერს. "მე არ მესმის რით ვერ გაძღა ეს კაცი, ამდენი ფული იშოვა და თავის პირად მოლარეებს მიაბარა, ოპოზიციას და სახალხო აზრი საერთოდ მოსპოს, შევარდა და პრო-სახელისუფლებო არხებად აქცია რამდენიმე ტელევიზია, აქვს საშინელი იუმორი, არის უტაქტო და მიმბაძველობით დაავადებული." - წარბშეუხრელად დასძინა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი მართლაც გახდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, მაშინ საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება, "საფრთხისგან თავის აცილებას მხოლოდ ძლიერი მმართველი შეძლებს, ამიტომ ქართველმა ერმა პრემიერ მინისტრად სწორედ ასეთი ადამიანი უნდა აირჩიოს.'' - განაცხადა მან.

0
15
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:-SL1pKnO -T-
-SL1pKnO -T-
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0