დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალის” თავკაცი ჟოზე მოურინიო კლუბს დატოვებს და ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდება. ამის შესახებ Marca იუწყება.
აღნიშნული მადრიდული გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა “არისტოკრატებთან” კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა. მოურინიომ თავის საახლობლო წრეს აუწყა, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” ბრუნდება. “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა ორშაბათს შეიკრიბება და არაა გამორიცხული, პორტუგალიელს დაკავებული თანამდებობა სეზონის დასრულებამდეც კი დაატოვებინონ.
შეგახსენებთ, რომ “რეალის” მომავალ თავკაცად ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” დამრიგებელი კარლო ანჩელოტი განიხილება.
ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge