პროზა იგავი___წყენა ქვიშაზე. 2013, 19 მაისი, 13:31 ცხოვრობდა ორი მეგობარი. ერთ მომენტში ისინი წაიჩხუბნენ და ერთმა მეგობარმა მეორეს ლოყაში გაარტყა. რომელსაც გაარტყეს იგრძნო რა ტკივილი, ქვიშაზე დაწერა: “დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მე ლოყაში გამარტყა." მათ გააგრძელეს სვლა და იპოვეს ოაზისი, რომელშიც ბანაობა გადაწყვიტეს. ის რომელსაც ლოყაში გაარტყეს, კინაღამ დაიხრჩო და მეგობარმა ის გადაარჩინა. როდესაც ის გონზე მოვიდა, მან ქვაზე დაწერა:“დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მე სიცოცხლე მაჩუქა." ის ვინც ლოყაში გაარტყა მეგობარს და გადაარჩინა სიკვდილს, მას ჰკითხა:“როცა გაწყენინე მაშინ ქვიშაზე დაწერე, და ახლა ქვაზე, რატომ?" მეგობარმა განაცხადა:“როდესაც ვინმე ჩვენ გულს გვტკენს, ჩვენ ის ქვიშაზე უნდა დავწეროთ, რომ ნიავმა ის წაშალოს. და თუ ვინმე სიკეთეს გაგვიკეთებს__ის უნდა ქვაზე ამოვტვიფროთ, რომ არანაირმა ქარმა ის არ წაშალოს." ისწავლეთ თქვენი წყენის ქვიშაზე დაწერა და სიხარულის ქვაზე ამოკვეთა! 149 11-ს მოსწონს
|