x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
უმისამართო ბარათები(ავტორი ირინა ხურციძე)__პირველი თავის გაგრძელება.

მას შემდეგ წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებ, ისე ვარ გაოგნებული.
– შენი არ იყოს, ვერც მე ვისწავლე ჭკუა. ამას წინათ ერთ ქალს ვალი მოვთხოვე და არ იკითხავ რა მიპასუხა?_“მსიამოვნებს ვალი რომ მაქვსო''.
– რა გაეწყობა, ასეთია ცხოვრება, ჭკუის სასწავლებელია ყველაფერი.
– ახლა ყავა დავლიოთ, ცოტა დამშვიდდები, ძალას მოიკრებ.
– ამდენი ნერვიულობის მერე ყავა მიშველის?_ საათს დახედა, რვა სრულდებოდა.
– საათს რას მიჩერებიხარ!
– ამ საღამოს ქმარ-შვილი ჩამოდის თბილისიდან და მინდა შინ დავხვდე.
– როგოპრც გენებოს!
ერთმანეთს ღამე მშვიდობისა უსურვეს დაქალებმა.

ხვალ უსათუოდ ცარო ესტუმრება ინგულის, ასეა ყოველთვის, მორიგეობით მოინახულებენ ხოლმე ერთმანეთს...

მეორე დღეს ცარო ხალისიანი განწყობით მივიდა ინგულისთან, არც მასპინძელი დახვედრია უგუნებოდ.
დიდი პატიჟი არ დასჭირვებია ინგულის კარის მეზობელ ლელას, ხელდამშვენებული შემოვიდა დაქალებთან.
– შენ რა, იცოდი ქეიფს რომ ვაპირებდით?
– გავიგონე, როგორ გამოეგებე ცაროს ოვაციებით.
– რა მოგვართვი, ლელა?
– ფელამუში.
– ინგული, ჩვენ თუ ჩვენებურ “ჭიკჭიკს'' ვაპირებთ, სად გყავს ქმარ-შვილი, არ გვეტყვი?... მივლინებაში, შვებულებაში, თუ საერთოდ გაუშვი სახლიდან!_სცადა გახუმრება ცარომ.
– სოფელში წავიდნენ ჩემებთან.
– ასე გეთქვა შე ქალო, ხმის ამოღების მრცხვენოდა.
– როდის მერე გახდი ჩემს სახლში ასე მორიდებული ნეტავი!... მოდით ახლა მაგიდას მივუსხდეთ და სალაპარაკო საღერღელიც აგვეშლება...
– სადღეგრძელოები ვთქვათ და ცოტ-ცოტა დავლიოთ, ხომ არ დავთვრებით..._ ცაროს აზრი მოიწონეს.

– ადამიანში არსებული შიშის დაძლევის საიდუმლოს სადღეგრძელო
მინდა შემოგთავაზოთ.
– აბა, გისმენთ ინგული_ ერთხმად უპასუხეს მასპინძელს.
– იცით, ზოგჯერ რისი მეშინია?... ერთ მშვენიერ დღეს დავდგები სარკის წინ და საკუთარ თავს ვეღარ ვიცნობ, ნაოჭები სახეს ისე დამიღარავს, გული მწარედ ამიტირდება, თუმცა, უკან მოხედვისას შვილ-მომავალს რომ დავინახავ, ვიტყვი, რომ ამაოდ არ დავღლილვარ ცხოვრების გზაზე... მჭკნარი, გახუნებული ყვავილების სანაცვლოდ, ამწვანებულ ბაღს შევავლებ თვალს და შვებით ამოვისუნთქავ, ასეა ეს წუთისოფელი...
– ისე ლამაზად ახსენი შიშის დაძლევის შენეული ხედვა, ჩვენ რაღა უნდა დავამატოთ.
– ლელა, ჩემო კარგო, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, თქვენ თქვენებურად განმარტეთ.
– სიბერის არა, ქალებო, მაგრამ სიკვდილის კი მეშინია.
– მერე ვინ გითხრა, რომ კვდები!
არა, შენმა მზემ, ცას გამოვეკერები ...
– ჯერ რა დროს სიკვდილზე ფიქრია_ ჩაერთო ლელას და ცაროს დიალოგში ინგული.
– ჰო, არ თქვა ახლა ჩვენი ტოლი ქალები ჯერ გაუთხოვრები არიანო!
– რამდენიც გინდა.
– ისე ჩემს გათხოვებას კი ჯობდა გაუთხოვრობა._ ამოიოხრა ლელამ.
– რატომ ლელა, ბედს რად ემდური?
– როგორ არ დავემდურო ცაროჯან, ამ სიბერეში სულ გადამერია ქმარი, თუმცა არც ახალგაზრდობაში იყო მთლად დალაგებული, მაგრამ, ახალგაზრდა ვიყავი და ვითმენდი, ახლა კი, რომ შემოალაჯებს სახლში ღვინით ან არყით გალეშილი, მომიზეზე ქალივით გული მერევა, თუ იქნა და საწოლამდე მივათრიე, მერე ერთი საათი უნდა ვეჯაჯგურო, როგორმე ტანსაცმელი გავხადო, დროგამოშვებით მაინც სვამდეს, დავიღალე...
– ჩემი ქმარი კი, სულ იმას მომჩხავის რავა დაბერდიო, თითქოს თვითონ ჯეელი იყოს, ათი წლით მაინცაა ჩეწმზე უფროსი.
– არა ინგული, ნამდვილად არ ეტყობა ბონდოს სამოცი წლის თუ არის.
– თავმოვლილი კაცია, ჩემო ცარო, ჯავრი მაგან არ იცის და ფიქრი. თავს არ ვიქებ და ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი, ისეთი გოგო ვიყავი, ბონდოს კი გული მუდამ სხვა ქალებისკენ გაურბოდა, ვიჯექი შინ ცრემლებით თვალებდასიებული, რამდენჯერ მიფიქრია გავშორებოდი, ვერ შევძელი, უსაშველოდ მიყვარდა და ეს გრძნობა დღემდე არ გამნელებია. რაც მე მომითმენია, ბევრი სიზმარშიაც ვერ წარმოიდგენს... ახალი შეუღლებული ვიყავით, ფილმის სანახავად კინოთეატრში წამიყვანა, ინდური ფილმი გადიოდა, წინა რიგში ვიღაც გადაპომადებული ქალი დაინახა, ბონდო იმავე წამს ადგილიდან შურდულივით მოწყდა და თვალის დახამხამებაში იმ ქალის გვერდით აღმოჩნდა, ისე რომ ჩემი არსებობა არც გახსენებია. კიდევ კარგი, ჩემს ახლოს ნაცნობი არავინ იჯდა, თორემ ალბათ სირცხვილით მოვკვდებოდი... იმ ღამით შინ არ მოსულა. მეორე დღეს ოცდახუთი წელი მისრულდებოდა, ისე ვიყავი დაბოღმილი, არაფერზე არ მიზრუნია. საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, შინ ხელდმშვენებული მოვიდა, ხელში წითელი ვარდების თაიგული ეჭირა, ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ძლივს იდგა. დაბადების დღე ტუჩებში კოცნით მომილოცა. ვტიროდი, ვცახცახებდი, ვცდილობდი თავი დამეხსნა მისი მკლავებიდან, თუმცა ამაოდ. როცა გული იჯერა, ხელი დამავლო, კიბეებზე სირბილით ჩამიყვანა, მანქანას საბარგული ახადა, საიდანაც სურსათით სავსე ყუთები ამოალაგა, მერე მეზობლის ბიჭს დაუძახა მოსახმარებლად, მანაც დაუზარებლად აგვაზიდვინა ბინაში ყველაფერი. მაშინ პირველ ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ. გვიან უფიქრია ნერვიულობის ნიადაგზე ნაყოფი არ დამეკარგა, ეს სიურპრიზიც ამიტომ გამიკეთა. თითქმის გამზადებული მოიტანა ყველაფერი, ნამცხვრიდან დაწყებული, შემწვარი გოჭით დამთავრებული. ისეთი სუფრა გავშალეთ, მეფეს ეკადრებოდა.

0
15
2-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ხურციძე
ირინა ხურციძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0