x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138388
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512063
ცნობილი ადამიანების ფრაზები ასაკის შესახებ
image“ყველაზე დიდხანს იმ ადამიანმა კი არ იცხოვრა, ვისაც ყველაზე დიდი ასაკი აქვს, არამედ იმან, ვინც ყველაზე მეტად იგრძნო ცხოვრება".(ჟან ჟაკ რუსო)


“ყველას სურს, რომ მოხუცებულობამდე მიაღწიოს, მაგრამ არავის უნდა, რომ მოხუცი იყოს".(მარტინ ჰელდი)


“ასაკი არ იცავს სიყვარულს, მაგრამ სიყვარული კი იცავს ასაკს".(კოკო შანელი)


“რაც მეტი სანთელია შენი დაბადების დღის ტორტზე, მით უფრო გიჭირს მათი ჩაქრობა".(ჟან კოკტუ)



“მაშინ ვბერდებით, როდესაც წარსული უფრო მეტ სიხარულს გვანიჭებს, ვიდრე მომავალი".(ჯონ კნიტელი)


“სიბერეს ახასიათებს მიზნისათვის საშუალებათა სრულყოფილება და მიზნის გაურკვევლობა".(ალბერტ აინშტაინი)


“კაცი ყოველთვის ახალგაზრდაა, როდესაც ახალგაზრდა ქალი მოსწონს".(გოეთე)


“საშუალო ასაკი დასასრულის დასაწყისი კი არაა, არამედ დასაწყისის დასასრულია".(ერიკ ბატერვორტი)


“ახალგაზრდობა იქნებოდა მშვენიერი დრო, ცხოვრების მოგვიანებით ეტაპზე რომ მოდიოდეს".(ჩარლი ჩაპლინი)


“სამწუხაროა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ძალები, მაშინ, როცა გემოვნება სრულყოფილებას აღწევს".(ვოლტერი)


“რაც უფრო დიდხანს რჩება ადამიანი ბავშვი, მით უფრო ბერდება ის".(ნოვალისი)


“ჩვენ მაშინ ვბერდებით, როდესაც ხალხი იმის თქმას იწყებს, რომ ახალგაზრდულად გამოვიყურებით".

0
1234
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0