"eBay"-ზე მართლაც რომ თითქმის ყველაფერი იყიდება. ზოგჯერ ნამდვილი შედევრებიც კი შეგვხვედრია. წარმოგიდგენთ ათ ყველაზე უჩვეულო ლოტს.
1.ბავშვები
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368702405421.jpg)
თანამედროვე ევროპელი მშობლებს უყვართ ხუმრობა თემაზე "თუ ჭკვიანად არ მოიქცევი eBay-ზე გაგყიდი". მაგრამ ასეთმა ერთმა ხუმარამ გერმანიიდან უფრო შორს წავიდა და რეალურად შექმნა მისი შვილის ლოტი. საწყისი ფასი 1 ევრო. გაყიდვის მიზეზი "ბავშვი ძალიან ხმაურობსო". გერმანიის მკაცრმა მთავრობამ მამის ხუმრობას ვერ ჩაწვდა და ბავშვი გადასცეს ბავშვთა სახლს, დაწყებულია გამოძიება მშობლებს ბრალად ედებათ ბავშვებით ვაჭრობა.
2.ქალაქი ტეხასში
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368703111421.jpg)
მთელი ქალაქი ფართობით 13 ჰექტარი, თავის შენობებით, იყო გამოდებული გასაყიდად "eBay"-ზე 2007 წელს, იმიტომ რომ მაცხოვრებლების უმეტესმა ნაწილმა ქალაქი მიატოვა, საჭირო იყო დაცარიელების პროცესის შეჩერება. თავიდან აუქციონზე ვაჭრობა კარგად მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ ფსონმა ვერ მიაღწია სარეზერვო ფას 2.5 მილიონ დოლარს. ამიტომ, აუქციონის დამთავრების შემდეგ, მიწები და შენობები გაიყიდა ცალკე ლოტებად.
3.მოჩვენება ქილაში
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368703656421.jpg)
ამერიკელმა გასაყიდად გამოდო ძველი მტვერიანი ქილა, ის ამტკიცებდა, რომ მასში მოჩვენება იმყოფებოდა და უნდოდა მოეცილებინა თავიდან ეს სიმდიდრე, იმიტომ რომ ის მას აშინებდა.
ქილა მოჩვენებით გაიყიდა 50 000 დოლარად. საოცარი ქილის მყიდველის ბედი უცნობია. აი გამყიდველი კი მოგებული დარჩა ქილაც მოიცილა თავიდან და სოლიდური თანხაც იშოვა.
4.სარეკლამო ადგილი
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368708463421.jpg)
ნებრასკის მცხოვრებმა გამოდო უჩვეულო ლოტი, რომელიც სთავაზობდა ნებისმიერ მსურველს მის შუბლზე განეთავსებინა კომპანიის ლოგო ან საიტის მისამართი 30 დღის განმავლობაში. საერთო ჯამში მოხერხებულმა ნებრასკელმა 322 დოლარი იშოვნა.
5.ღვიძლი
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368709050421.jpg)
ორგანოების გაყიდვა დღეს ყველაზე ექსტრემალური ხერხი არის ფულის შოვნის. მიუხედავად ყველაფრისა, მას თავის ბაზარი აქვს. სასოწარკვეთილმა მამაკაცმა ფლორიდიდან სცადა გაეყიდა ღვიძლი "eBay"-ზე, რადგან ასეთი გზით ვაჭრობა უკანონოა, აუქციონი დახურეს როგორც კი ინფორმაციამ გაჟონა პრესაში. იმ დროისათვის ფსონებმა 5.7 მილიონ დოლარს მიაღწია.
6.სენდვიჩი ყველით ტოსტერიდან
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368709477421.jpg)
თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც განსაკუთრებული სენდვიჩი ყველით, ალბათ უნიკალურიც კი, რადგან მისმა ფასმა 28 000 დოლარს მიაღწია. სენდვიჩის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ტოსტერში მომზადების დროს პურზე გამოისახა ღვთის მშობელი მარიამი.
7.ბრუსელური კომბოსტო
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368710012421.jpg)
ევროპელების უმრავლესობას საშობაო სადილის შემდეგ რჩებათ ცოტა ბრუსელური კომბოსტო, მაგრამ ბევრს არც კი მოუვიდოდა თავში მისი "eBay"-ზე გაყიდვა. ბრიტანელმა აუქციონზე გაიტანა 2005 წელს გაყინული მხოლოდ ერთი "ბურთულა", აღწერილობაში მიუთითა, რომ გაყიდულიდან მთლიან თანხას გადარიცხავდა საქველმოქმედო ფონდში. საერთო ჯამში ლოტი 99.5 ფუნტად გაიყიდა.
8.რეაქტიული გამანადგურებელი
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368718665421.jpg)
"eBay"-ზე არც თუ ისე ხშირად გვხვდება მანქანები და ნავები, მაგრამ ლოტი: გამანადგურებელი "F18" გახდა ყველასათვის მოულოდნელი. კალიფორნიელმა მამაკაცმა თვითმფრინავი შეიძინა ჯართის საწყობში და გამოდო გასაყიდად საწყისი ფასი 1 მილიონი დოლარი იყო. ამერიკის მთავრობამ კატეგორიულად მოითხოვა რომ გამანადგურებელს ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინა. სამწუხაროდ ლოტი მოხსნეს აუქციონიდან, უცნობია რა ბედი ეწია გამყიდველს და მის სათამაშოს.
9.საქორწილო მოსაწვევი
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368718758421.jpg)
ზოგჯერ რთულია ნახო ვინმე ისეთი, ვისთან ერთად შეიძლება წახვიდე ქორწილში. ლონდონის ერთ მცხოვრებს გაუჩნდა ასეთი პრობლემა, რომელმაც "eBay"-ზე მეწყვილეც იპოვნა და სარგებელიც მიიღო 535 ფუნტ სტერლინგი. მყიდველის ვინაობა დარჩა უცნობად.
10.ცხოვრება
![10 ყველაზე უჩვეულო ნივთი "eBay"-ზე
გაიყიდული (10 ფოტო) image](/uploads/article_images2/small/1368718819421.jpg)
მას შემდეგ, რაც მეუღლეს გაცილდა, ავსტრალიის მცხოვრებმა სახელად ბრით გადაწყვიტა ცხოვრება დაეწყო თავიდან. ამისათვის მან მოიფიქრა "eBay"-ზე გაეყიდა თავის ძველი ცხოვრება. ლოტში შედიოდა სახლი, ავტომანქანა, სამსახური და ნაცნობობა მეგობრებთან. აუქციონის დამთავრების შემდეგ მას დასახული ჰქონდა 100 ახალი მიზანი, მაგალითად, ზვიგენებთან ერთად ცურვა და საპილოტო სკოლა. საბოლოო ჯამში, მისი ისტორიის ეკრანიზაციის უფლება შეიძინა კინოკომპანია "Disney", მისი ყოფილი მეურლე კი ალბათ გულზე სკდება დღემდე.